დანი ალვესის დებიუტი 14 დეკემბერს შედგება
"ბარსელონას" 38 წლის ლეგენდას, დანი ალვესს, 14 დეკემბერს, კატალონიური კლუბის მაისურით ვიხილავთ.
14 დეკემბერს, საუდის არაბეთში, "ბარსა", მარადონას თასის ეგიდით, ამხანაგურ მატჩს გამართავს, რომელშიც "ბოკა ხუნიორსს" შეხვდება. Mundo Deportivo წერს, რომ ბრაზილიელის არაოფიციალური დებიუტი სწორედ ამ თამაშში შედგება, რომელსაც "მარსოლ პარკი" უმასპინძლებს.
ბოლოს, ალვესმა 10 სექტემბერს, ბრაზილიის ნაკრებში ითამაშა. "ბარსაში" დაბრუნების შემდეგ, იგი გუნდთან ერთად ვარჯიშობს. არსებული ცნობით, იგი შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციაში იმყოფება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]