მანჩესტერ სიტი ფერან ტორესში 60 მილიონს ითხოვს - MD

მანჩესტერ სიტი ფერან ტორესში 60 მილიონს ითხოვს - MD

“მანჩესტერ სიტის” ესპანელი შემტევის, ფერან ტორესის “ბარსელონაში” შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია ვრცელდება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსა” “სიტის” ტორესის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა, “ქალაქელები” 60 მილიონს ითხოვენ. თანხებს შორის სხვაობა არცთუ ისე დიდია და ივარაუდება, რომ კლუბები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე შეთანხმებას მიაღწევენ.

იგივე წყარო იტყობინება, რომ “ბარსელონას” ფერანის იანვარში დასარეგისტრირებლად სახელფასო ფონდის შემცირება დასჭირდება, რაც ფეხბურთელების გაშვებით მიიღწევა. სხვა ვარიანტი შემოსავლების გაზრდის მიზნით ახალი სპონსორების მოძიებაა.

21 წლის შემტევის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში ასეთია: 7 მატჩი, 3 გოლი და 2 ასისტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 დეკემბერი 2021 02:42
    0
    60 მილიონი არა იხვის ტოლმა !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 დეკემბერი 2021 21:01
    0
    ჩვენი ბედი რო ვიცი, აქ მოსული ეგეც გამოდემბილდება.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #6 7 დეკემბერი 2021 14:21
    0
    ციტატა: Gigi
    ყველაზე დიდი უსამართლობა ისაა რომ ეს ფულის ტომარა არაბები 25 მილიონიან ფეხბურთელში რომელიც განაცხადში არ შეუყვანიათ თითქმის ნახევარ წელიწადში 60 მილიონს ითხოვენ და ჩვენი 140 მილიონიანი ხალხი ხურდაშიც ვერ შევტენეთ ვერავის

    ეჰ ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ჩვენი კოუტინიო,დემბელე და ეგეთი ხალხი თორე გავყიდდით, აგერ ტორესს ჩვენ თუ ვერ დავითრევთ აგვახევენ და ეგაა, ნიჭიერია და ძაან მაგარი მოთამაშეა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 დეკემბერი 2021 14:08
    0
    ნაგავია 60 მილიონად
    --------------------
    THUGS
    Gigi
    სტუმარი [?]
    #4 7 დეკემბერი 2021 12:46
    3
    ყველაზე დიდი უსამართლობა ისაა რომ ეს ფულის ტომარა არაბები 25 მილიონიან ფეხბურთელში რომელიც განაცხადში არ შეუყვანიათ თითქმის ნახევარ წელიწადში 60 მილიონს ითხოვენ და ჩვენი 140 მილიონიანი ხალხი ხურდაშიც ვერ შევტენეთ ვერავის
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #3 7 დეკემბერი 2021 12:31
    0
    მოიყვანეთ ეს კაცი, ძაან დაგვხატავდა ამ ეტაპზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 დეკემბერი 2021 12:17
    0
    და პაშოლ ტი რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 დეკემბერი 2021 11:48
    0
    მეარამდენედ ვნახულობ ამ ნიუსს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid