აფელაი, ბუსკეტსი, პუიოლი და ვილია მატჩის შემდეგ
გუშინ, 27 აპრილს, კატალონიის "ბარსელონამ" ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მადრიდის "რეალის" წინააღდეგ მათსავე ტერიტორიაზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე". აფელაიმ, ბუსკეტსმა, პუიოლმა და ვილიამ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.
აფელაი: "ახლა რაღაც გასაოცარი გრძნობა დამეუფლა. ის ოცნება რაც მე ამხიდა, მხოლოდ სიზმრებში თუ ნახულობენ ბავშვები. ასეთი ანგარიშით დაასრულა შეხვედრა მადრიდის "რეალთან" და თან გასვლაზე, უბრალოდ დაუჯერებელია, ფანტასტიურია. ჩემთვის ეს საუკეთესო მატჩია. ჩვენ ლამაზი და ლაღი ფეხბურთი ვითამაშეთ. პეპეს გაგდებამდეც მშვენივრად ვასპარეზობდით და ბურთზე კონტროლი გვქონდა დაწესებული. არ ავყევით მეტოქეს პროვოკაციაზე და საბოლოოდ შედეგსაც მივაღწიეთ".
ბუსკეტსი: "ჩვენ ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ, არ გავუშვით გოლი საკუთარ კარში და გავიტანეთ 2 უპასუხო ბურთი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "ბარსა" უკვე ფინალშია. ისეთი კატეგორიის გუნდი, როგორიც მადრიდის "რეალია", არასდროს ნებდება. აღსანიშნავია, რომ სამეფო თასის ფინალის შემდეგ, ჩვენი ფილოსოფია არ შეცვლილა. ჩვენ კვლავინდებურად ვაკონტროლებდით ბურთს და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ მატჩებში აუცილებლად მოგვიტანს წარმატებას ჩვენი სათამაშო სტილი".
პუიოლი: "დღითიდღე ვგრძნობ, რომ უფრო კარგად და კარგად ვარ. შემიძლია 90 წუთი დავიცვა საკუთარი გუნდის ღირსება. ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და ეს ჩვენი ფილოსოფიის დახამრებით. მოურინიოს არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს ჩემთვის პეპეს გაძევების შემდეგ".
ვილია: "ჩვენ დავამარცხეთ "რეალი". მესმის, რომ ისინი 10 კაცით თამაშს აბრალებენ ასეთ შედეგს, თუმცა მე მაინც ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დავაბრალებდი, ისინი გატყდნენ პეპეს გაძევების შემდეგ. ახლა ჩვენ გველის ურთულესი მატჩი "კამპ ნოუზე". სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და კონცენტრაცია მოვახდინოთ მთლიანად მატჩზე".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]