გრანადა-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

გრანადა-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა

ჩავის "ბარსელონას" წინ მორიგი რთული თამაში ელის. კატალონიელთა დღევანდელი მეტოქე დასვენებული და კარგ ფორმაში მყოფი "გრანადაა".

"გრანადა" ესპანეთის თასს დეკემბერში გამოეთიშა, რის გამოც ამ გუნდს შუა კვირაში არ უთამაშია. ეს ნიშნავს, რომ რობერტო მორენოს ფეხბურთელები დღევანდელ დაპირისპირებას მეტოქესთან შედარებით დასვენებულები ხვდებიან. ანდალუსიელებს არც დანაკლისი აქვთ ისეთი, როგორიც "ბარსას", ან საერთოდ ვის აქვს ხოლმე ეგეთი დანაკლისი...

სათამაშო ფორმა

"გრანადას" კარგი ფორმა ვახსენეთ. ანდალუსიელებს ლა ლიგაში უკვე 6 თამაშია, არ წაუგიათ. ამაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერია ესპანეთის ჩემპიონატში არავის აქვს. საკუთარ კედლებში კი მორენოს გუნდმა ბოლო 3 შეხვედრა მოიგო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში გამართულ საშინაო მატჩებში "გრანადამ" კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა.

"ბარსელონა" ნელ-ნელა, წვალებით, მაგრამ თამაშსაც აუმჯობესებს და შედეგსაც. კატალონიელებს 5 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, საიდანაც 4 შეხვედრა ლა ლიგაზე მოდის. "ბლაუგრანას" ლა ლიგის ბოლო 5 გასვლით მატჩში წაგება არ აქვს, მაგრამ აქედან 3 თამაში ფრედ დასრულდა.

გამოსწორებული შედეგების წყალობით "ბარსა" სეზონის მთავარ მიზანს, ჩემპიონთა ლიგას ძალიან მიუახლოვდა. ჩავის გუნდს მე-4 ადგილამდე 1, ხოლო მესამემდე 2 ქულა აშორებს.

დანაკლისი

"ბარსელონას" რიგებში კარგი და ცუდი ამბები გვაქვს, რაც უკვე ტრადიციად გვექცა. კორონავირუსისგან განიკურნნენ გავი, დესტი, ეზალზული და ბალდე, ასევე განაცხადში მოხვდნენ დეპაი, უმტიტი, ლანგლე და ლუკ დე იონგი. მაგრამ ლაზარეთს ფრენკი დე იონგმა და რონალდ არაუხომ მიაშურეს. ისევ ტრავმირებულები არიან ფატი, პედრი, ბრეითუეიტი და სერჟი რობერტო. ფერან ტორესს კი ტრავმაც აქვს, კორონავირუსიც და ის ჯერ "ბარსას" არც დაურეგისტრირებია.

"გრანადას" არიასი, ბაკა, ესკანდელი, ესკუდერო და ლოსანო არ ეყოლება, მაგრამ სასტარტო შემადგენლობის წევრი აქედან არცერთია.

ურთიერთშეხვედრები

რა თქმა უნდა, ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა "ბარსელონას" აქვს. კატალონიელებმა 55 თამაშიდან 42 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.

მეტოქე მოედანზე "ბარსას" 16 მოგება, 5 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდა.

საინტერესოა, რომ ამ გუნდებმა ბოლო 2 თამაში "კამპ ნოუზე" ჩაატარეს და "ბლაუგრანამ" მხოლოდ 1 ქულა აიღო, წინა 2 მატჩი კი გრანადაში იყო გამართული და "ბარსელონას" ორივე მოგებული ჰქონდა, აქედან ერთი ანგარიშით 4-0.

არბიტრი

შეხვედრას 41 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი განსჯის.

ფუერტესი 2004 წლიდან მსაჯობს, ლა ლიგაში კი ის 2017 წელს დაწინაურდა.

გონსალესი ლა ლიგის მატჩში, საშუალოდ, 5.3 ყვითელ და 0.28 წითელ ბარათს აჩვენებს. ორივე ეს მაჩვენებელი მოქმედ არბიტრებს შორის მე-6 შედეგია. რაც შეეხება პენალტებს - ის თამაშში, საშუალოდ, 0.28 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.

"ბარსელონას" მატჩში გონსალეს ფუერტესს მხოლოდ 7-ჯერ უმსაჯია. კატალონიელებმა 5 დაპირისპირება მოიგეს და 2 წააგეს. ფუერტესს ამ შეხვედრებში თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნავს, წითელი ბარათი კი მხოლოდ ერთხელ აჩვენა, როდესაც მოედნიდან მეტოქე ფეხბურთელი გააძევა.

იშვიათი შემთხვევაა, როდესაც რომელიმე მსაჯის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში მეტოქეს "ბარსელონაზე" უკეთესი შედეგი აქვს. "გრანადას" ფუერტესის განსჯილ 7 მატჩში 5 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი დაუგროვდა. პენალტი არც ამ შეხვედრებში დანიშნულა, წითელი ბარათი კი გონსალესმა ორჯერ აჩვენა და ორივეჯერ "გრანადას" მეტოქეს.

აღსანიშნავია, რომ "გრანადასთან" "ბარსელონას" ბოლო წაგების დროს, როდესაც კატალონიელები "კამპ ნოუზე" 1-2 დამარცხდნენ, მთავარი არბიტრი სწორედ პაბლო გონსალეს ფუერტესი იყო.

საინტერესო ფაქტები

  • "გრანადას" ბოლო 4 საშინაო შეხვედრაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • "გრანადას" ბოლო 3 საშინაო თამაში მოგებული აქვს;
  • "ბარსელონასთან" გამართული ბოლო 6 საშინაო თამაშიდან ხუთში "გრანადა" მინიმუმ 3 გოლს უშვებდა;
  • "ბარსელონას" სტუმრად უკვე 5 თამაშია, არ წაუგია;
  • ამ გუნდების ბოლო 9 დაპირისპირებიდან რვაში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "გრანადასა" და "ბარსელონას" ბოლო 8 დაპირისპირებიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში "გრანადა" კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 3 დაპირისპირებაში "ბარსელონა" კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • "გრანადას" ბოლო 5 შეხვედრაში მსაჯები გუნდებს 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "გრანადას" ბოლო 6 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • "ბარსელონას" ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • "ბარსელონას" ბოლო 9 თამაშიდან შვიდში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები "გრანადას" მოგებას კოეფიციენტს 4.5 ანიჭებენ, რაც მოგების 22%-იან შანსს უდრის, მაგრამ "გრანადა" ასეთი თამაშების 29%-ს იგებს;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.75 ანიჭებენ, რაც მოგების 57%-იან შანსს უდრის, მაგრამ "ბარსა" ასეთი თამაშების 50%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

 მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მატჩს 100%-იანი ყურადღებით მივუდგეთ. ახლა "რეალთან" შეხვედრაზე არ ვფიქრობთ - მთავარია, ჯერ სასურველ შედეგს "გრანადასთან" მივაღწიოთ. ჩვენ "ბარსა" ვართ და ყველა თამაში ფინალად უნდა ჩავთვალოთ.  

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

გრანადა (4-4-2): მაქსიმილიანო, კინი, დუარტე, ტორენტე, ნევა, პუერტასი, გონალონსი, მილა, მაჩისი, სუარესი, მოლინა

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, გავი, ნიკო, დემბელე, დეპაი, ჟუტგლა

Sport

გრანადა (4-4-2): მაქსიმილიანო, კინი, დუარტე, ტორენტე, ნევა, მილა, გონალონსი, პუერტასი, მაჩისი, სუარესი, მოლინა

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, პიკე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, ნიკო, გავი, დემბელე, ლ. დე იონგი, ჟუტგლა

AS

გრანადა (4-4-2): მაქსიმილიანო, კინი, დიასი, ტორენტე, ნევა, მილა, გონალონსი, პუერტასი, მაჩისი, სუარესი, მოლინა

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, გარსია, პიკე, ლანგლე, ბუსკეტსი, გავი, ალვესი, ალბა, დემბელე, ლ. დე იონგი, ჟუტგლა

Mundo Deportivo

გრანადა (4-4-2): მაქსიმილიანო, კინი, დიასი, ტორენტე, ნევა, პუერტასი, გონალონსი, მილა, მაჩისი, სუარესი, მოლინა

ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი, გარსია, პიკე, ლანგლე, ბუსკეტსი, ნიკო, გავი, ალვესი, ალბა, დემბელე, ჟუტგლა

პროგნოზი

  • WhoScored: 1-3
  • Sportsmole: 1-2
  • Squawka: 2-2

ტრანსლაცია

თამაში 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 იანვარი 2022 15:21
    0
    მინდა ვცდებოდე, მაგრამ არ მჯერა, რომ ზედიზედ მესამე გასვლით თამაშს მოვიგებთ. გრანადა ლინარესი არაა, შარშან ნოუ კამპზეც კი მოგვიგეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 იანვარი 2022 15:09
    1
    მე მგონი ვერც ბეტისი ვერ მოიგებს სტუმრად რაიოსთან, მითუმეტეს წინა თამაში სახლში 0-2 წააგო სელტასთან.
    და ვერც ატლეტიკო სტუმრად ვილიარეალთან. თუ ჩვენ ნორმალურად ვითამაშებთ მოგებისთვის ორივეს შეიძლება გადავასწროთ და მე -3 ადგილზეც აღმოვჩნდეთ.
    ოღონდ ეგენი ხვალ თამაშობენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 8 იანვარი 2022 13:16
    3
    უნდა მოვიგოთ აუცილებლად. წარმატებები ბიჭებს. ხარისხიანი, ლამაზი და შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშონ.
    შტეგენი
    ალვესი პიკე ლენგლე ალბა
    ნიკო ბუსკეცი გავი
    დემბელე დეპაი აბდე
    ამ თერთმეტეულის ხილვას ვისურვებდი ძირითადში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.