ალვეში: "შტარკი სულელი არ არის, სამართლიანად გააძევა პეპე"

ალვეში: "შტარკი სულელი არ არის, სამართლიანად გააძევა პეპე"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" მცველმა, დანიელ ალვესმა, კომენტარი გაუკეთა პეპეს გაძევებას შტარკის მიერ. "უეფას" ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, სადაც მადრიდის "რეალი" მასპინძლობდა "ბლაუგრანას". იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

შეგახსენებთ, რომ ვოლფგანგ შტარმა შეხვედრის მეორე ნახევარში, მოედნიდან გააძევა "რეალის" პორტუგალიელი ლეგიონერი პეპე, რადგანაც იუხეშა ბრაზილიელ, დანიელ ალვესთან. მადრიდში თვლიან, რომ პეპე საერთოდ არ შეჰხებია დანის.

 

"ჩემი აზრით, არბიტრმა სწორად შეაფასა სიტუაცია და მართებულად გააძევა პეპე მოედნიდან. შტარკი სულელი არ არის. ვიტყვი, რომ შტარკმა შესანიშნავად იმსაჯა. "რეალის" ფეხბურთელები ძალიან აგრესიულები იყვნენ ჩვენდამი. პირველ ტაიმში ვოლფგანგ შტარკმა აპატია არბელოას უხეშობა, როდესაც მან უბურთო პედრო წააქცია". დაასრულა დანიელ ალვესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.