მესიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა

მესიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ბარსელონა” აგრძელებს შაბათს, ”ანოეტას” სტადიონზე ”რეალ სოსიედადთან” გასამართი მატჩისთვის მზადებას.

დღეს დილით ”Ciutat Esportiva Joan Gamper”-ზე ჩატარდა ვარჯიში, რომელშიც სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის გმირმა, ლეო მესიმ. ძველი დაზიანება არგენტინელს უკვე აღარ აწუხებს და სრული სვლით აგრძელებს მომზადებას. კარლეს პუიოლმა, ინიესტამ, ბოიანმა, მაქსველმა და ადრიანომ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს. გუნდის ვარჯიშზე დღეს იმყოფებოდნენ ტიაგო ალკნატარა, მონტოია, სერხი რობერტო და ”juvenil A”-ს ფეხბურთელი ხერარდ დეულოფეუ.

გუნდის განაცხადი ხვალინდელი მატჩისთვის:

მეკარეები: ვალდესი, პინტო.
მცველები: ალვეში, პიკე, მილიტო, ფონტასი, მონტოია.
ნახევარმცველები: ბუსკეტსი, მასკერანო, სერხი რობერტო, ჩავი, კეიტა, ტიაგო.
თავდამსხმელები: მესი, ვილია, პედრო, აფელაი, ხეფრენი, დეულოფეუ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.