ხერარდ დეულოფეუს დებუიტი ექნება პირველ გუნდში

ხერარდ დეულოფეუს დებუიტი ექნება პირველ გუნდში

 "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი, ხერარდ დელოფეუ დღეს პირველ მოხვდება პირველი გუნდის შემადგენლობაში და შესაძლოა იგი მინდორზე ვიხილოთ.

 პეპ გვარდიოლამ დღევანდელი მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა: ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, ჩავი, ვილა, მესი, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, პედრო, მილიტო, აფელაი, ხეფრენი, ფონტასი, ტიაგო, მონტოია, სერხი რობერტო და ხერარდ დეულოფეუ.

 ანდრეს ინიესტას კუნთი აქვს დაჭიმული, რის გამოც მან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩიც გამოტოვა. კარლეს პუიოლს კი ტრავმა უმნიშვნელოდ გაუმიზეზდა და აბიდალს, მაქსველს, ადრიანოსა და ბოიანს შეუერთდა ტრამვირებულთა სიაში.

 გუნდმა "Ciutat Esportiva"-ზე პრესისთვის დახურულ სივრცეში ჩაატარა სავარჯიშო სესია დღეს დილით. ლეო მესიმ ჩვეულ რეჟიმში ივარჯიშა სხვა ფეხბურთელებთან ერთად. აბიდალს, მაქსველს, ადრიანოს, ბოიანს და ინიესტას კი განცალკევებით, ინდივიდუალურად ვარჯიში მოუწიათ. მათი ადგილი ახალგაზრდული გუნდის წევრებმა დაიკავეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.