გვარდიოლა: "ეს კარგი გაკვეთილი იყო"
მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ლა ლიგის 34–ე ტური, რომელშიც "რეალ სოსიედადმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხა კატალონიის "ბარსელონა", ანგარიშით 2:1. მატჩის შემდეგ პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა. მისთვის ეს საფეხბურთო გაკვეთილი იყო და ახლა გუნდი მთლიანად სამშაბათის მატჩზეა კონცენტრირებული, სადაც გადაწყდება ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა.
"ჩვენ შესანიშნავი გაკვეთილი მივიღეთ, არ შეიძლება მოდუნება. ჩვენა უცილებლად უნდა ავიღოთ კიდევ 4 ქულა. მეორე ტაიმში ჩვენდა უჩვეულოდ ვერ დავიჭირეთ ბურთი. არ დავმალავ იმასაც, რომ ფეხბურთელები მართლაც გადაიღალნენ. ჩვენ სამშაბათს ვხვდებით მადრიდის "რეალს" და გველის ურთულესი მატჩი, ამიტომაც ეს წაგება უნდა გავაანალიზოთ და რაღაც დეტალები გავაუმჯობესოთ ჩემპიონთა ლიგის თამაშამდე. პირველ შეხვედრაში არცთუ ურიგო შედეგი მივიღეთ, მაგრამ ამას მნშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელებმა ბოლომდე უნდა იბრძოლონ. ნებისმიერ შემთხვევაში გაგვიჭირდება წარმატების მიღწევა. უნდა დავძლიოთ ყველანაირი სირთულე და გავიდეთ ფინალში". დაასრულა პეპ გვარდიოლამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]