გვარდიოლა: ”მომავლისთვის კარგი გაკვეთილი მივიღეთ”
პეპ გვარდიოლამ ”ბარსა” შეაქო თამაშისთვის და განაცხადა, რომ შაბათის შეხვედრა კარგი გაკვეთილი იქნება მომავლისთვის.
”ჩვენ ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მეორე ტაიმშიც კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ ფეხბურთში არ იცი რა მოხდება, როცა პირველი დივიზიონის გუნდს ხვდები. ერთი რამ, რაც ცხადია პრიმერას მოგებისთვის იმაზე უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე შარშან ვთამაშობდით” - განაცხადა პეპმა.
პეპი მთლიანი გუნდის მუშაობით კმაყოფილი დარჩა და დადებითად შეაფასა როტაცია, რის გამოც სათადარიგო სკამზე დარჩნენ მესი, ვილია, ინიესტა და სხვა ფეხბურთელები.
მწვრთნელმა განაცხადა, რომ ”რეალ სოსიედადმა” კარგად ითამაშა, რის გამოც მისმა გუნდმა ქულები დაკარგა. ”ერთადერთი რაც, რაზეც გული მწყდება ალექსის სანჩესის ტრავმაა, რომელიც წინასაწარი ვარაუდით 2 თვეს გამოტოვებს” - დაასრულა პეპ გვარდიოლამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]