ბარსელონამ, შესაძლოა, უმტიტის ხელფასიდან 14 მილიონი დაზოგოს

ბარსელონამ, შესაძლოა, უმტიტის ხელფასიდან 14 მილიონი დაზოგოს

Sport-ის ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" შეუძლია, გუნდის ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის ხელფასიდან გარკვეული თანხა დაზოგოს.

წყარო იტყობინება, რომ უმტიტის ახალი კონტრაქტი ბევრ ცვლადს მოიცავს, რაც პირდაპირ კავშირშია ფეხბურთელის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობასთან. ფრანგი რაც უფრო მეტს ითამაშებს, მით მეტ ანაზღაურებას მიიღებს, თუმცა ტრავმის გამო ეს შეუძლებელია.

საქმე ისაა, რომ, როდესაც სამუელი ახალ ხელშეკრულებას დათანხმდა, ის მიიჩნევდა, რომ შეძლებდა, ძირითადის ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ შემდეგ 28 წლის უკანახაზელმა დაზიანება მიიღო.

უმტიტის თამაში მინიმუმ 3 თვე გამორიცხულია. "ბლაუგრანამ", შესაძლოა, მისი ანაზღაურებიდან დაახლოებით 14 მილიონი ევრო დაზოგოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    GEO-BARCA
    სტუმარი [?]
    #6 3 თებერვალი 2022 18:06
    1
    პარტიადი გავყიდოთ ესენი თუ შეიძენენ დემბელსე 40 მილიონად საჩუქრად მოყვება მენახირე უმტიტი თუ დაამატებენ 10 მილიონს ორმაგი შეთავაზება ამოქმედდება და ამ ორ <<ცენზურის დარღვევა>> საჩუქრად უფრო <<ცენზურის დარღვევა>> ლენგლე მოყვება და ეს ყველაფერი არ არის კიდევ 10 მილიონის დამატების შემთხვევაში საჩუქრად მიიღებენ სირების გამოფენის გამარჯვებულს და უპირობო ლიდერს ლუკ დე იონგს (სევილია წინააღმდეგი არ იქნება )😅😀😀😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 თებერვალი 2022 13:16
    3
    ზაფხულში როგორმე გაასაღეთ ეს ინვალიდი, მიასკოჩეთ დემბელეს.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #4 3 თებერვალი 2022 12:28
    0
    საღოლ ალემანს
    Culé [?]
    #3 3 თებერვალი 2022 12:27
    2
    რაო ?? სამი თვე ვერ ითამაშებს და 14-მილიონს დაზოგავსო ??? მოიცა რა გაუფორმეს ასეთი სამ თვეში 14 მილიონს რომ ზოგავენ ??? ამდენი ფული თუ ქონდათ რას გვამადლიან და წუწუნებენ 😃🤣 ან სწორად არაა დაწერილი ან უმტიტია ძაან მაგარი 🤣🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 თებერვალი 2022 12:24
    1
    მშვენიერია, ისე ეს კაი სურათია. როგორ მოძებნეთ უმტიტი და ლუკ დე იონგი ერთად. მეგონა ერთმანეთს არც იცნობდნენ. smiley
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 3 თებერვალი 2022 12:03
    1
    ამისგან აწი აღარაფერი გამოვა და ჯობია ფული დაზოგონ მაქსიმალურად