ჰიდინკი: ””ბარსელონა” გავდა მატადორს, ხოლო ”რეალი” კი მშვიდ ხარს”
თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გუუს ჰიდინკმა გააკრიტიკა მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო იმ განცხადებების გამო, რომელიც ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა, იტყობინება ”ას”.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ”უეფა” ”ბარსელონას” სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა.
”მოურინიო უკვე აჭარბებს. თავისი განცხადებებით ის უბრალოდ ცდილობს, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება გადაიტანოს თავისი გუნდის თამაშიდან. ”რეალის” დაცემა მან 2009 წელს ”ბარსელონას” მიერ ”ჩელსის” დამარცხებას შეადარა. მაგრამ დიდი სხვაობა იმაშია, რომ მაშინ არავინ საუბრობდა კონსპირაციაზე. რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ მოგვპარეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური, მაგრამ თავს უფლება არ მივეცით ასეთი განცხადებები გაგვეკეთებინა. თუ მოურინიო უყურებს ამ მატჩს, ბოდიშის მოხდა მოუწევს. ვინაიდან ”ბარსელონა” მოგვაგონებდა მატადორს, ხოლო მადრიდის ”რეალი” კი უბრალოდ მშვიდ ხარს. მიკვირს, ”რეალის” გულშემატკივრებმა აქამდე როგორ არ მოითხოვეს მისი გაშვება გუნდიდან.” - განაცხადა გუუს ჰიდინკმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]