დიმიტრი სელიუკი: ანდრეი არშავინის "ბარსელონაში" ტრანსფერი შეთანხმებული იყო
ცნობილი რუსი საფეხბურთო აგენტი დიმიტრი სელიუკი აცხადებს, რომ 2008 წელს, ანდრეი არშავინის "ბარსელონაში" გადასვლა "ზენიტმა" დაბლოკა, ერთი წლის შემდეგ კი ფეხბურთელზე უარი თავად კატალონიურმა კლუბმა თქვა.
"არსენალი" "ბარსელონას" არშავინისთვის ბრძოლას ვერასდროს მოუგებდა.
იმის მიუხედავად, რომ "ბარსელონას" მაშინდელ პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან არშავინის ტრანსფერის დეტალები შევათანხმე, გარიგება ჩაიშალა, რადგან "ზენიტმა" ფეხბურთელის გაშვებაზე უარი თქვა.
"ბარსელონაში" ტრანსფერის ჩაშლა არშავინისთვის დიდი დარტყმა იყო. ის რუსეთში დარჩა, მაგრამ მომდევნო სეზონში თამაშს უკლო. შედეგად, "ზენიტმა" მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
იმ დროისთვის, "ბარსას" არშავინი უკვე აღარ სჭირდებოდა. თუ "ბარსელონაში" გადასვლის შანსი გაქვს, ის აუცილებლად უნდა გამოიყენო. ესაა ამ კლუბის ფილოსოფია და თუ ტრანსფერი ჩაიშალა, მომდევნო წელს იგივეს მცდელობას აზრი არ აქვს.
არშავინისთვის "ბარსელონაში" თამაში ოცნება იყო. თუმცა, ის "არსენალში" გადავიდა. მან იქ რამდენიმე სეზონი დაჰყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ მას ლა ლიგა უფრო შეეფერებოდა, ვიდრე პრემიერ ლიგა." - დიმიტრი სელიუკის ამ სიტყვებს Tribuna ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]