ბარსა-ბილბაო - შემადგენლობა და პროგნოზი ქართველი გულშემატკივრების ვერსიით
ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 98%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.
გულშემატკივრებმა ერთხმად აირჩიეს ტერ შტეგენი (99%), პიკე (97%), არაუხო (98%) და ობამეიანგი (98%). შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 45% უსმან დემბელემ მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ "ბილბაოსთან" დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი - ალვესი, არაუხო, პიკე, დესტი - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, პედრი - ტრაორე, ობამეიანგი, დემბელე.
რაც შეეხება პროგნოზს - მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" ანგარიშით 4-1 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, "ბარსელონა", მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]