ჩავის კომენტარი ბილბაოს განადგურების შემდეგ

ჩავის კომენტარი ბილბაოს განადგურების შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩში (4-0) "ბილბაოს" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- რა თქმა უნდა, ასეთ ცვლილებას ველოდი, რადგან ამაზე დიდი ხანი ვმუშაობდით... დღეს ეს გამოგვივიდა. მატჩის ბოლო ნაწილში 3 გოლი გავიტანეთ, მაგრამ მთელი თამაში ძალიან სოლიდურად გამოვიყურებოდით. ნებისმიერი შანსის ხელიდან გაშვება რთულია. შესანიშნავი შედეგი, ბრწყინვალე გრძნობა და თავმდაბლობა.

- ახლა გოლის გამტანი არაერთი ფეხბურთელი გვყავს. დაბრუნდა დეპაიც. დღეს კარგი სიახლეებია... 4 გოლის გატანა "ბილბაოსთან", რომელიც ძალიან მტკიცე გუნდია, იოლი სულაც არაა.

- შეიძლება თუ არა, რომ დემბელე დარჩეს? ეს ჩემი საქმე არაა. ეს მისი და კლუბის საქმეა. უსმანი პროფესიონალია და მას ყოველთვის ვიცავდი. დღეს ვნახეთ დემბელე, რომლის ნახვა ყოველთვის გვინდა.

- პედრის თამაშის ყურება განსაცვიფრებელია. ის ხშირად ანდრეს ინიესტას მახსენებს. ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი ბევრი არ მინახავს.

- ლა ლიგა? არაფერს გამოვრიცხავთ. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება ზედა პოზიცია დავიკავოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 28 თებერვალი 2022 23:59
    1
    ციტატა: nika 54
    ერთი რამე ამიხსენით ხალხო, ეს უმეტესობა არ იყვნენ კუმანის დროს რო არ იცოდნენ რა ექნათ და უაზროდ დაბორიალობდნენ მოედანზე? რა ჯადო გაუკეთა ჩავიმ ასეთი რო დაქოქილები დარბიან?

    რეკლამა გამახსენდა (აღარ მახსოვს რის რეკლამა იყო ) დაინახე სხვაობა და მერე რაღაც ტექსტი ....ჩვენი ვერსია მაგ რეკლამის : " დაინახე სხვაობა ჩავისა და სამ იდიოტს შორის !" smile smile smile (ვალიკო , მეძროხე ,ხისთავა) ....ვის გინდა დააჯერო პედრის შემხედვარე რომ ეს ის პედრია კუმანის გუნდში რომ თამაშობდა smile როგორი რესკი მკვეთრი გახადა ჩავიმ ტიპი ფარიკაობს ისე თამაშობს фехтовальщик-ი გახადა ჩავიმ smile ....საერთოდ ამ ხალხს რას უშვება ! ყველასთან როგორ პოულობს პირადად ამა თუ იმ კაცის საუკეთესო თვისებებს !!! სასწაულია ეგეთი არაფერი მინახავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 28 თებერვალი 2022 15:44
    0
    ინიესტამდე ჯერ ბევრი უკლია, თუმცა ჯერ პატარაა და დაიხვეწება, გაიზრდება, როგორც ფეხბურთელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 28 თებერვალი 2022 14:39
    0
    ციტატა: nika 54
    ერთი რამე ამიხსენით ხალხო, ეს უმეტესობა არ იყვნენ კუმანის დროს რო არ იცოდნენ რა ექნათ და უაზროდ დაბორიალობდნენ მოედანზე? რა ჯადო გაუკეთა ჩავიმ ასეთი რო დაქოქილები დარბიან?

    ჯადო არაფერ შუაშია ხავიმ იცის როგორ გამოიყენოს ფეხბურთელები იმიტომ რო მწვრთნელია კუმანისგან განსხვავებით კუმანი იდიოტია და მეტი არაფერი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 28 თებერვალი 2022 11:02
    5
    ერთი რამე ამიხსენით ხალხო, ეს უმეტესობა არ იყვნენ კუმანის დროს რო არ იცოდნენ რა ექნათ და უაზროდ დაბორიალობდნენ მოედანზე? რა ჯადო გაუკეთა ჩავიმ ასეთი რო დაქოქილები დარბიან?
    Culé [?]
    #13 28 თებერვალი 2022 10:01
    6
    სიტყვა რაც შეგეფერება უკვე აღარ მაფიქრდება, მართლა გენიოსი ხარ მაესტრო, მოსვლის წუთიდანვე მჯერათქო დავწერე და მჯერა ბოლომდე
    sophie-gaucho
    სტუმარი [?]
    #12 28 თებერვალი 2022 09:39
    5
    პედრის ყურება ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის ❤️ დემბელე მაინც ხამი და დეგენერატია ჩემთვის, წაეთრეს მაინც მალე აიკიდებს ტრავმას
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #11 28 თებერვალი 2022 08:30
    4
    ბრავო ჩავი!!! კაცი ხარ კაცური!!!❤️❤️ ჩემი აზრით დეპაი უნდა დარჩეს, ძალიან კრეატიული მოთამაშეა და კომბინაციებში მშვენიერი. დემბელეს კი კარგი მატჩი ჰქონდა,მაგრამ არ დაგვავიწყდეს მანამდე რა დებილობებს აკეთებს ხოლმე,თუ ჩავიმ დაარწმუნა,რომ დარჩეს ძალიან გამოდგება და თუ არადა არაუშავს ❤️
    [?]
    #10 28 თებერვალი 2022 05:50
    8
    ჰოლანდი ყველას გვინდა მარა დემბელე რო დარჩეს, ფატი დაბრუნდეს, დე იონგიც რო გამოვისყიდოთ არსებული რესურსი გვეყოფა ლა ლიგისთვის ბრძოლაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 28 თებერვალი 2022 03:17
    9
    ბრავო მაესტრო ბრავოო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #8 28 თებერვალი 2022 03:06
    3
    დავტოვოთ დეპაიც, დემბელეც უფრო მეტი კონკურენცია იქნება გუნდში. ისედაც არიან გასაშვებები ბლომად ლეგლე, უმტიტი, მინგესა.
    ფანი [?]
    #7 28 თებერვალი 2022 02:56
    2
    ციტატა: Iniesta_8
    ამხელა სხვაობა რომ არ იყოს შეიძლებოდა რეალთან კონკურენციაც მარა ახლა მაქსიმუმი 3 ადგილია და დავიკავებთ კიდეც. შემდეგი სეზონიდან კი უკვე დიდი მოლოდინები მექნება, მით უმეტეს თუ ზაფხულში მოძლიერდნენ.

    მეორე ადგილი რატო არა? 6 ქულით იქნება მარტო სევილია წინ, თუ მოვიგეთ შემდეგი თამაში და წინ სევილიასთან გვაქვს თამაში კიდევ.
    Culé [?]
    #6 28 თებერვალი 2022 02:48
    4
    ამხელა სხვაობა რომ არ იყოს შეიძლებოდა რეალთან კონკურენციაც მარა ახლა მაქსიმუმი 3 ადგილია და დავიკავებთ კიდეც. შემდეგი სეზონიდან კი უკვე დიდი მოლოდინები მექნება, მით უმეტეს თუ ზაფხულში მოძლიერდნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 თებერვალი 2022 02:37
    10
    მადლობა მადლობა და კიდევ მადლობა მაესტრო !
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #4 28 თებერვალი 2022 02:34
    3
    გენაცვალე მაესტრო, მჯერა შენი😍😍😍🔥🔥💪
    Culé [?]
    #3 28 თებერვალი 2022 02:34
    11
    New ERA! უკლასნესზე კლასნი ტიპი ხარ მაესტროოო 💙❤ საოცარი პროგრესი თამაშის მხრივ და თითოეული მოთამაშის მხრიდან 💙
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Culé [?]
    #2 28 თებერვალი 2022 02:33
    3
    რა მაგარი ადამიანია
    Culé [?]
    #1 28 თებერვალი 2022 02:33
    7
    ძველი ბარსა იყო დღეს. მესმის რომ ჯერ მაინც მშენეობის პროცესია და ყველა მატჩი ესეთი არ იქნება, მესმის რომ მეგა სტარი გვაკლია მაგრამ ვხედავთ სადაც მივდივართ და ძალიან მომწონს

    პ.ს. ყველა ფეხბურთელი აათამაშა თითქმის დესტი, ლუკი, ალბა, ბუსი, პიკე. პედრიმ დღეს კარიერის საუკეთესო თამაში დადო. აშკარაა თავისუფლებას აძლევს და დაიწყო ტექნიკის დემონსტრირებაც