ბარსელონა ლიდსის შემტევით ინტერესდება

ბარსელონა ლიდსის შემტევით ინტერესდება

ყველასთვის ცნობილია, რომ მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონა" შეტევის კიდევ უფრო გაძლიერებას შეეცდება.

მთავარ სამიზნე, რა თქმა უნდა, ერლინგ ჰოლანდია, თუმცა, კლუბს სხვა შემტევებსაც უკავშირებენ.

ახლა კი, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ბლაუგრანა", ლიდს იუნაიტედის" მარჯვენა გარემარბის, რაფინიას დამატებით დაინტერესებულ გუნდებს შორისაა.

25 წლის ფეხბურთელი ბრაზილიური "ავაის" აღზრდილია, რის შემდეგაც მან "გიმარაეშში", "სპორტინგსა" და "რენში" ითამაშა, 2020 წლიდან კი ინგლისში ასპარეზობს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ბრაზილიელის ანგარიშზე 25 მატჩში 9 გოლი და 2 ასისტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 მარტი 2022 16:16
    0
    ან ჰოლანდი ან ეს? სხვა ვარიანტი არ არის?