გაურკვევლობა ასპილიკუეტას კონტაქტთან დაკავშირებით
დღეს ცნობილი გახდა, რომ ლონდონის "ჩელსის" ქვეყნის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა, მათ შორის აუკრძალა ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება. ეს "ბარსელონასთვის" კარგი ამბავი უნდა ყოფილიყო, რადგან კატალონიელები ლონდონელთა კაპიტნის, სესარ ასპილიკუეტას ხელში უფასოდ ჩაგდებისთვის იბრძვიან, მაგრამ AS ირწმუნება, რომ პირიქით ხდება.
მადრიდული გამოცემის ცნობით ასპილიკუეტას კონტრაქტში არსებობდა პუნქტი, რომლის თანახმადაც "ჩელსის" შეეძლო, ხელშეკრულება ერთი წლით გაეხანგრძლივებინა, თუ ფეხბურთელი სეზონში 30 მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. ამჟამად ასპილიკუეტას აქტივში 32 შეხვედრაა და AS-ის მტკიცებით "ჩელსის" ეს უფლება უკვე გამოყენებული აქვს, დღევანდელი სანქციების გამო კი "ლურჯები" ფეხბურთელის გაშვებაზე უარს განაცხადებენ.
საპირისპიროს ამტკიცებს ჟურნალისტი მატეო მორეტო, რომლის თქმითაც "ჩელსის" ეს უფლება ჯერ არ გამოუყენებია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერც მომავალში გამოიყენებს.
სესას ასპილიკუეტამ მიმდინარე სეზონში 30-ე თამაში ერთი თვის წინ, 12 თებერვალს ჩაატარა. გასული ერთი თვის განმავლობაში "ბარსელონა" ელოდება მის გადაწყვეტილებას, "ჩელსიში" დარჩება, თუ კატალონიურ გუნდში გადმოვა. ძნელი წარმოსადგენია, მთელი ამ დროის განმავლობაში კონტრაქტი გახანგრძლივებული ყოფილიყო და ამის შესახებ ფეხბურთელს "ბარსელონასთვის" არ ეცნობებინა. მეტიც, უკვე დიდი ხანია, ცნობილია, რომ "ჩელსის" უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივოს, მაგრამ კეთილ ნებას იჩენს და არ სურს, ეს ფეხბურთელთან შეუთანხმებლად გააკეთოს. დღეიდან კი ლონდონელებს ეს უფლებაც აღარ აქვთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]