”ბარსა” ”ლანუსის” მეკარით ინტერესდება
გასულ კვირას ”ბარსელონას” წარმომადგენლები არგენტინული ”ლანუსის” ახალგარდა გოლკიპერთან, ესტებან ანდრადონთან გავიდნენ კონტაქტზე და მოლაპარაკება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა პორტალმა, Sport.es გაავრცელა. არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშით 20 წლის მეკარემ უკვე მიიქცია ყურადღება. ის ერთ-ერთ ტალანტურ მოთამაშედ მიიჩნევა.
”ლანუსის” პრეზიდენტმა, ნიკოლას რუსომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ბარსელონამ” იტერესი გამოიჩინა ახალგაზრდა მეკარის მიმართ და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები საწყის ფაზაში შევიდა. ახლა მიმდინარეობს შეთანხმების ფინანსური მხარის მოგვარება - ”ლანუსი” მეკარეში ოთხ მილიონ ევროს ითხოვ, ხოლო ”ბარსა” ცდილობს არგენტინელებს ფასი დააკლებინოს. სავარაუდოდ მოლაპარაკებები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]