"ბარსა" დაინტერესებულია 20 წლის მეკარით

"ბარსა" დაინტერესებულია 20 წლის მეკარით

კატალონიის "ბარსელონას" ძალიან უნდა, რომ მათი პირველი შენაძენი გახდეს "ლანუსის" ახალგაზრდა მეკარე, ესტებან ანდრადა. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "სპორტი".

 

20 წლის არგენტინელი, ესტებან ანდრადა, რომელიც მაჟამად "ლანუსის" ღირსებას იცავს, შესაძლოა გადმობარგდეს "ბარსელონაში" ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ. ზემოთ აღნიშნული ესპანური გამოცემის თანახმად, "ლანუსის" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა და იმედისმომცემ მეკარეში, რომელიც ძირითად დროს სათადაროთა სკამზე ატარებს, ითხოვენ 4 მილიონ ევროს. ამავე დროს, კატალონიური კლუბის ხემლძღვანელობა 2 მილიონ ევროს ამზადებს ამ ტრანსფერის გასაჩარხად.

 

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ამ საკითხს აქტიურად ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ განიხილავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.