სერხიო ბუსკეტსი: მეტი გოლის გატანა შეგვეძლო
"ბარსელონას" კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა მადრიდის "რეალის" განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა:
არ გვეგონა, რომ ასეთ შედეგს მივიღებდით. ჩვენ ისე თამაში გვსურდა, როგორც ვითამაშეთ, ბოლო პერიოდში სწორედ ამას ვცდილობთ. ყველაფერი იდეალური იყო.
მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. თუ ლა ლიგის მოგების მცირედი შანსი მაინც გვექნება, გავიბრძოლებთ. ეს რთულია, მაგრამ ჩვენ მომზადებულები ვიყოთ. პირველ რიგში, მეორე ადგილზე უნდა გადავიდეთ, რადგან იქ ჯერ "სევილიაა".
ბურთს ჩავის ხელმძღვანელობით ჩატარებულ წინა "კლასიკოშიც" ვაკონტროლებდით, თუმცა მეტოქემ კონტრშეტევაზე გვაჯობა, დღეს კი ეს ძალიან კარგად გავაკონტროლეთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]