გიგზი: "ორი წლის წინ საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოვავლინეთ"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცოცხალი ლეგენდა, რაიან გიგზი, მოხარულია იმით, რომ ფინალში შეხვდება "ბარსელონას", რადგანაც მათ ეძლევათ აიღონ რევანში კატალონიურ კლუბს. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსამ" "იუნაიტედი" 2:0 დაამარცხა.
"როდესაც მეტოქეს პირველი გოლი გააქვს, უნდა შეძლო და ფსიქოლოგიურად არ დაეცე, მაგრამ 2 წლის წინ, რომში, ჩვენ ეს ვერ შევძელით, ვერ გამოვავლინეთ საკუთარი შესაძლებლობები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ "უემბლიზე" ამას პირნათლად შევასრულებთ".
"ბარსელონა" არაჩვეულებრივი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელშიც ასპარეზობს მსოფლიოს ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ ანდრეს მესი. ახლა მოვიდა დრო, რომ ჩვენც დავამტკიცოთ საკუთარი გუნდის სიძლიერე".
2010/11 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი შედგება "უემბლიზე" 28 მაისს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ კატალონიის "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]