ბარსელონა არაუხოს გასამმაგებულ ხელფასს სთავაზობს
"ბარსელონა" რონალდ არაუხოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობას განაგრძობს.
კატალონიის რადიოს ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" ურუგვაელს მისი პერფორმანსისა და კლუბის ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი შეთავაზება გაუკეთა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ანაზღაურება თითქმის გასამმაგდება. გავრცელებული ცნობით, არაუხოს წლიური ხელფასი მხოლოდ 900 000 ევროა.
23 წლის უკანახაზელს "არსენალი" 6, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი 8 მილიონ ევროს სთავაზობს.წყაროს თანახმად, ამის მიუხედავად, "ბარსამ" არაუხოს გარემოცვას განუმარტა, რომ შეთავაზების პირობებს არ გააუმჯობესებს.
ურუგვაელს "ბარსელონაში" დარჩენა სურს და სათანადოდ დაფასებას ითხოვს, რაც ახალ კონტრაქტში უნდს გამოიხატოს. ეკონომიკური მდგომარეობის გამო, კლუბს უკეთესი პირობების შეთავაზება არ შეუძლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 32 ]