არაუხოს დარჩენა სურს, თუმცა არც წასვლას გამორიცხავს | Sport

არაუხოს დარჩენა სურს, თუმცა არც წასვლას გამორიცხავს | Sport

"ბარსელონა" და რონალდ არაუხოს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დიდი ხანია უშედეგოდ მიმდინარეობს. Sport-ის ცნობით, მხარეთა პოზიციები საკმარისად არ დაახლოებულა, ამიტომ უახლოეს მომავალში შეთანხმებას არ უნდა ველოდეთ.

ურუგვაელს "ბარსაში" დარჩენა სურს და ამავდროულად იმედოვნებს, რომ გუნდი მას დააფასებს. ის კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რაც კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ უნდა შეიცვალოს. 22 წლის უკანახაზელს "ბლაუგრანას" ეკონომიკური მდგომარეობის კარგად ესმის და მზადაა, დარჩენის სანაცვლოდ პრემიერ ლიგის კლუბების ბევრად უკეთეს შეთავაზებებზეც კი უარი თქვას. საბოლოო ჯამში, არაუხოს პოზიცია ასე ჩამოყალიბდება: მისი პრიორიტეტი "ბარსაში" დარჩენაა, თუმცა წასვლას 100%-ით არ გამორიცხავს.

თავის მხრივ, "ბარსელონა" ურუგვაელს დაცვის ლიდერად მოიაზრებს და მისი გაშვება კლუბის ინტერესებში არავითარ შემთხვევაში არ შედის. ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებამდე მივლენ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ალექსანდრე გეგეჭკორი
    სტუმარი [?]
    #10 6 მარტი 2022 20:11
    2
    ჰოლანდზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს კაცია 😍😍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 6 მარტი 2022 19:07
    4
    ამან ძალიან სამართლიანი კონტრაქტი მოითხოვა, ნორმალური ანაზთაურება+ბონუსები, მისი თამაშის ხარისხის მიხედვით;
    დაეხმარება გუნდს ტიტულების მოგებაში, გაიზრდება შემოსავალი, გაეზრდება ამასაც;
    ვერ გაიზრდება შემოსავალი, არ გახდება ტვირთი გუნდისათვის;
    ამას ჰქვია კაცური საქციელი, მთავარია სწორედ გაუგონ
    ფანი [?]
    #8 6 მარტი 2022 18:37
    1
    არაუხო გავი ნიკო უნდა დაფასდნენ იმიტომ რომ ძაან კარგები არიან მე ძაან მეიმედებიან ეს ბიჭუნები
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #7 6 მარტი 2022 18:35
    3
    ხოდა ჰოლანდის დედაც ვატირე მე, ეს ბიჭები შევინარჩუნოთ რაც მთავარია და ფორვარდების მეტი რა გამოჩნდება
    ფანი [?]
    #6 6 მარტი 2022 18:25
    1
    ციტატა: nika 54
    ამაზე უფრო უკეთესი მცველი ვინ გვყავს? ან აქამდე ყველაზე ნაკლები ელფასი რატომ ქონდა. დროზე გაუფორმონ ეხლა ამის განერვიულება იქნება.

    ჩვენ გვყავს არა მეგობარო. ამ ასაკის და ამაზე უკეთესა მე რავი ვაბშე ვერ ვიხსენებ ევროპაში. შეიძლები ჩვენი რომაა ზედმეტად ვაფასებ მაგრამ რავი ვინ არის სხვა უკეთესი?
    [?]
    #5 6 მარტი 2022 18:09
    3
    ამ ჰოლანდის დევნა შეიწირავს ლაპორტას. ვერც იყიდის ბოლოს და საძირკველსაც გამოუცლის გუნდს გავის არაუხოს და სხვების წასვლით
    Culé [?]
    #4 6 მარტი 2022 17:57
    4
    ციტატა: La Pulga10
    ტყუილად პანიკას თესავენ ეს ახვარი გამოცემები.

    რაღა ტყუილად, 1 წელი დარჩა კონტრაქტით. ჰოლანდს 50 მილიონი რომ უნდა გადაუხადონ და ამას 5-საც არ სთავაზობენ წავა აბა რას იზამს. რობერტოებს და დემბელებს აქვთ 10-ჯერ მეტი ხელფასი და ამის 10%-საც არ აკეთებენ. სერიოზულ დაუფასებლობას აქვს ადგილი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 მარტი 2022 17:06
    4
    ამაზე უფრო უკეთესი მცველი ვინ გვყავს? ან აქამდე ყველაზე ნაკლები ელფასი რატომ ქონდა. დროზე გაუფორმონ ეხლა ამის განერვიულება იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 მარტი 2022 16:47
    2
    ტყუილად პანიკას თესავენ ეს ახვარი გამოცემები.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 მარტი 2022 16:38
    2
    ეჰეე რა წასვლას არ გამორიცხავს ვაიმე ეს არ დავკარგოთ თორეე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued