"თამაში მშვიდობისთვის! შევაჩეროთ ომი!" - ბარსელონა კიევის დინამოსთან ითამაშებს
"ბარსელონა" კიევის "დინამოსთან" ამხანაგურ მატჩს გამართავს სლოგანით "თამაში მშვიდობისთვის! შევაჩეროთ ომი!"
დღეს კიევის "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც წერია, რომ უკრაინული გუნდი აპრილიდან ივნისის ჩათვლით ევროპულ გრანდებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.
"დინამოს" მეტოქეთა სია ასე გამოიყურება: დორტმუნდი, პსჟ, სტიაუა, ლეგია, ბარსელონა, მილანი, ბენფიკა, აიაქსი, სპორტინგი, ბაზელი.
ყველა თამაშის სლოგანი იქნება "თამაში მშვიდობისთვის! შევაჩეროთ ომი!"
ამ ამხანაგური შეხვედრების მიზანი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა და აქცენტის უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე გაკეთება იქნება.
ჯერჯერობით ამხანაგური თამაშების ზუსტი განრიგი ცნობილი არაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.


კომენტარები [ 4 ]