ლუის გარსია: "შევეცდებით დავამარცხოთ "ბარსელონა"
"ესპანიოლის" თავდამსხმელმა, ლუსი გარსია, განაცხადა, რომ ლა ლიგის 35–ე ტურში მისი გუნდი მოსაგებად ითამაშებს კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ. მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".
"ჩვენს გულშემატკივრებს ძალიან უნდათ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და თუ გავიმარჯვებთ, ამით ძალიან გავახარებთ მათ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარ ინტერესებზე, რომელიც გაგვაჩნია სეზონის დაკსვნით ფაზაში. რა თქმა უნდა, "ესპანიოლისთვის" ფრე ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ბარსელონას" ვეთამაშებით, თუმცა ჩვენ მოგება გვსურს. ამ მატჩშიც კი, არ უნდა ვუღალატოთ საკუთარი ფილოსოფიას. დღეს მსოფლიოში "ბარსელონაზე" უკეთ ვერავინ ფლობს ბურთს, ამიტომაც ეს პრივილეგია არ უნდა მივანიჭოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ". დაასრულა ლუის გარსიამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]