ჟორდი ალბა: რა თქმა უნდა, კაპიტნები ბარსას ყველაფერში დავეხმარებით

ჟორდი ალბა: რა თქმა უნდა, კაპიტნები ბარსას ყველაფერში დავეხმარებით

ესპანეთის ნაკრებსა და ჩეხეთს შორის ხვალ გასამართ მატჩამდე, "ბარსელონას" მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს. 

ხელფასის შემცირებაზე:

კაპიტნების ერთგულებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ კლუბის მდგომარეობა ვიცით და მზად ვართ, მას დავეხმაროთ - კაპიტნები ამას გავაკეთებთ. "ბარსას" მიმართ ყოველთვის თავდადებით ვართ განწყობილნი.

ანსუ ფატიზე:

მას ძალიან რთული სეზონი ჰქონდა. როცა ლაზარეთიდან ბრუნდები, სირბილისა და ტექნიკურად თამაშის გეშინია. ეს მარტივი არაა, მაგრამ ანსუ კარგად ვარჯიშობს და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ელის.

თუ ფატის ხვალ თამაში მოუწევს, ძალიან კარგი იქნება. თუ ასე არ მოხდება, მოდით, მომავალ სეზონზე ვიფიქროთ. ანსუმანე გულმოდგინედ მუშაობს, სიტიაციას აანალიზებს და ძალიან თავმდაბალია. ეს ყველაფერი მას კიდევ უფრო ძლიერს ხდის.

გავიზე:

გავი ძალიან ახალგაზრდაა. მისი ასაკის გათვალისწინებით, ნამდვილად გასაოცრად თამაშობს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ფეხბურთელს, განვითარება პაბლოსაც სჭირდება. ის ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც ძალიან იშვიათად მინახავს. მოხარულები ვართ, რომ გავი გვყავს. მას ძალიან ვაფასებ.

მომავალ სეზონზე:

რთული წელი გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, მომავალი სეზონი უკეთესი იქნება. 

"ბარსას" ფინანსურ პრობლემებზე:

მჯერა, რომ ამ სიტუაციიდან გამოსვლას შევძლებთ. მინდა, ბევრი მოთამაშის დამატება მოვახერხოთ. ისე უნდა გავერთიანდეთ, როგორც არასდროს.

რობერტოს ახალ კონტრაქტზე:

ბედნიერი ვარ, რომ სერჟი მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება. ის გამორჩეული მოთამაშე არ გახლავთ, მაგრამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 12 ივნისი 2022 14:26
    1
    კაპიტნობის განაწილების სისტემა შესაცვლელია, რაც მალე უკეთესი. სტაჟის გამო კაპიტნობის მიცემა რავი რამდენად მიზანშეწონილია, კაპიტანი რეალურად ისეთი მოთამაშე უნდა იყოს რომელსაც ჟილკა, დუხი არ აკლია და შეუძლია შუა თამაშში ფეხბურთელებს ერთი გემრიელი სილა გააწნას და გამოაფხიზლოს, არა?

    არც ალბაა ასეთი, არც ბუსკეცი, და მით უმეტეს არც რობერტო
    Culé [?]
    #3 11 ივნისი 2022 16:31
    4
    აი რას ნიშნავს მეტი ვიდრე კლუბის კაპიტანი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ივნისი 2022 15:50
    0
    ბედნიერი ვარ, რომ სერჟი მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება. ის გამორჩეული მოთამაშე არ გახლავთ, მაგრამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
    დააჩმორა? გამორჩეული არ გახლავთო?
    ფანი [?]
    #1 11 ივნისი 2022 15:48
    0
    იმ ჩათლახებმა ჩუამენი დაიმატეს

    ჩვენ ვყიდოთ ფრენკი