ბარსელონა სპორტინგის 16 წლის ტალანტით დაინტერესდა
მიმდინარე ზაფხულში "ბარსელონა" პირველი გუნდისთვის არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელის დამატებას გეგმავს, თუმცა კატალონიელები აკადემიის გაძლიერებაზე ფიქრსაც არ წყვეტენ.
მომდევნო სეზონიდან "ბლაუგრანაში" ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი პაბლო ტორე ითამაშებს. 19 წლის ფეხბურთელი "ბარსა ატლეტიკში" დარეგისტრირდება, თუმცა პირველ გუნდშიც დიდ დროს გაატარებს.
მომდევნო ახალგაზრდა ტალანტი, რომელსაც კატალონიელებმა თვალი დაადგეს, ლისაბონის "სპორტინგის" 16 წლის შემტევი სანა ფერნანდეშია. ინფორმაციას ამის შესახებ პორტუგალიური O Jogo ავრცელებს.
სანა ფერნადნესი ტექნიკური გარემარბია, რომელსაც გოლების გატანაც შეუძლია.
ახალგაზრდა ფეხბურთელით არაერთი ევროპული გუნდია დაინტერესებული, მისთვის ბრძოლაში ფავორიტებად კი "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" მიიჩნევიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]