ბარსელონა აბდეს გაყიდვას არ აპირებს
დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც "ვილიარეალი" აბდე ეზალზულის შეძენით ინტერესდება, "ბარსელონა" ახალგაზრდა ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს. ამ ცნობას Sport ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ 20 წლის გარემარბი წინასასეზონო მზადებას "ბარსელონაში" გაატარებს, რის შემდეგაც ჩავი მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, მოახერხებს თუ არა "ბარსა" უსმან დემბელეს შენარჩუნებას ან მისი შემცვლელის დამატებას.
Sport-ის ცნობით კატალონიურ კლუბში ეზალზულის იჯარით გაშვებას არ გამორიცხავენ, მაგრამ მისი გაყიდვის ვარიანტი არ განიხილება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]