აზრთა სხვადასხვაობა ბაიერნში
მიუნხენის "ბაიერნში" რობერტ ლევანდოვსკის მომავალთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
Sport-ის ცნობით "რეკორდმაისტერში" არსებობს 2 ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთიც გარდამავალი მოსაზრება.
კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, რომელსაც მოლაპარაკებების წარმოება ევალება, მომხრეა, რომ "ბაიერნმა" ლევანდოვსკი გაუშვას. ბოსნიელი ფიქრობს, რომ ცუდი აზრია, შეინარჩუნო ფეხბურთელი, რომელსაც შენთან თამაში აღარ უნდა.
სალიჰამიჯიჩს ნაწილობრივ ეთანხმება "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ კანი, რომელიც მიიჩნევს, რომ "ბაიერნი" მოლაპარაკებების დროს მაქსიმალურად მკაცრი უნდა იყოს და ტრანსფერისგან რაც შეიძლება მეტი მიიღოს.
რადიკალურ პოზიციას ინარჩუნებს გერმანელთა საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი. ის მიიჩნევს, რომ კლუბმა ლევანდოვსკი კონტრაქტის ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს და თუ საჭიროა, მთელი სეზონის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე დასვას.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" მზადაა, ლევანდოვსკიში 50 მილიონი გადაიხადოს, საიდანაც 40 მილიონი ფიქსირებულია, 10 კი ბონუსები. გერმანულმა Bild-მა "ბარსას" ამ პოზიციას "მეგა შეთავაზება" უწოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]