ვარჯიში ზეიმის დასრულების შემდეგ

ვარჯიში ზეიმის დასრულების შემდეგ

ბარსელონას ქუჩებსა და "კამპ ნოუზე" გამართული ზეიმის შემდეგ, ფეხბურთელები დღეს დილით ვარჯიშს დაუბრუნდნენ. გუნდი "დეპორტივოსთან" შესახვედრად ემზადება. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

პარასკევს გულშემატკივრებს საშუალება მიეცათ თავიანთ საყვარელ ფეხბურთელებთან ერთად აღენიშნათ ზედიზედ მესამედ მოგებული ქვეყნის ტიტული, გვარდიოლას ერაში, მაგრამ ლიგა ჯერ არ დასრულებულა. სეზონის ბოლომდე კიდევ ორი მატჩია დარჩენილი.

დღეს დილით, ესპანეთის დროით 11:00 საათზე, გუნდი "სიუტატ ესპორტივაზე" გამოცხადდა და დახურულ კარს მიღმა ივარჯიშა. ეს იყო ბოლოს წინა მზადება ხვალინდელი შეხვედრისთვის.

ადრიანომ კვლავ განცალკევებით ივარჯიშა, მაშინ როდესაც მაქსველმა აღდგენითი ვარჯიში გუნდთან ერთად ჩაატარა და ოდნავ მოგვიანებით განცალკევდა. კარლეს პუიოლი თავიდანვე განცალკევებით ვარჯიშობდა.

პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად დღეს მოედანზე "ბარსა ბ"–ს ორიოლ რომეუ, დოს სანტოსი, ტიაგო და ბარტრა იყვნენ.

მოგებული ტიტულის ფონზე გასაკვირი არ იქნება, თუ ხოსეპ გვარდიოლა ახალგაზრდებს შანსს მისცემს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.