ფრანსიშკუ ტრინკაუს ტრანსფერის დეტალები ოფიციალურად ცნობილია

ფრანსიშკუ ტრინკაუს ტრანსფერის დეტალები ოფიციალურად ცნობილია

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფრანსიშკუ ტრინკაუ ახალ სეზონში სამშობლოში, კონკრეტულად კი ლისაბონის "სპორტინგში" ითამაშებს.

"ბარსელონას" მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ "სპორტინგმა" 22 წლის ფეხბურთელი იჯარით აიყვანა გამოსყიდვის უფლებით, თუმცა როგორც ირკვევა, რეალურად საქმე გამოსყიდვის ვალდებულებასთან გვაქვს.

პორტუგალიურმა კლუბმა ტრანსფერის დეტალები გაასაჯაროვა. გაირკვა, რომ ლისაბონელები ერთწლიან იჯარაში 3 მილიონ ევროს გადაიხდიან, 2023 წელს კი მათ მათ ფრანსიშკუს 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ, რომელიც ვალდებულებად გარდაისახება, თუ "სპორტინგი" პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დარჩა. ეს კლუბი პრიმეირა ლიგადან ისტორიაში არასდროს გავარდნილა და შეიძლება ითქვას, რომ ლისაბონელებს ტრინკაუს გამოსყიდვის ვალდებულება აქვთ.

მას შემდეგ, რაც "ბარსა" ტრინკაუს ტრანსფერიდან 10 მილიონ ევროს მიიღებს, კატალონიელებს მისი უკან დაბრუნების უფლება ექნებათ. ამისთვის "ბლაუგრანას" 20-დან 25 მილიონამდე გადახდა მოუწევთ, იმის მიხედვით, თუ რომელ წელს მოისურვებენ ფრანსიშკუს შეძენას. გარდა ამისა, ფეხბურთელის სხვა რომელიმე კლუბში გადასვლის შემთხვევაში "ბარსა" მისი სატრანსფერო ფასის 50%-ს მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 15 ივლისი 2022 10:53
    0
    საღოლ ძმაო, ბოლომდე მეგონა რო 50% მომავალი ტრანსფერიდან ტუფტა იქნებოდა. ალემანს მგონი 4 ყვერი აბია 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 ივლისი 2022 22:06
    2
    ალემანი მაგარია თავის საქმეში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ივლისი 2022 18:08
    0
    ხოო, ისწავლეს ტრანსფერების ადამიანურად კეთება მგონი.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #4 14 ივლისი 2022 16:24
    2
    ძაან ჭკვიანური მოქმედებაა,ყველანაირად მოგებაში ვართ
    ფანი [?]
    #3 14 ივლისი 2022 15:07
    7
    ალემანი გენიოსია, რა პირობებით დებს ხელშეკრულებებს..
    ფანი [?]
    #2 14 ივლისი 2022 14:41
    5
    მე ვფიქრობ მომგებიანი ტრანსფერია იმის გათვალისწინებით რომ რამდენი ფული გადავიხადეთ და როგორ გვჭირდება ფეხბურთელების გაყიდვა.. და რატოა მომგებიანი: ეს გუნდი არის სპორტინგი სპორტინგები ბენფიკები და პორტუები სწორედ მაგ პოლიტიკას აწვებიან ყიდულობენ იაფად და მერე ყიდიან ძვირად. შესაბამისად ეს სპორტინგის გუნდში სასტავში იქნება მოუმატებს ბევრად მეტს და ვიღაცას მიყიდიან 30-40 მილიონში გამოდის რომ ამის ნახევარი ჩვენ დაგვრჩება იმ 10 მ სთან ერთად . რავიცი ეხლა თქვენ განსაჯეთ
    ფანი [?]
    #1 14 ივლისი 2022 14:15
    1
    ეხლა გავარდებიან ჩვენბედზე