ოფიციალურად: ლევანდოვსკის პრეზენტაცია 5 აგვისტოს გაიმართება
კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური საიტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ რობერტ ლევანდოვსკის პრეზენტაცია 5 აგვისტოს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.
პრეზენტაცია თბილისის დროით, 14:00 საათზე დაიწყება, რისთვისაც თვალის დევნება კლუბის სოციალური ქსელებიდან და YouTube არხიდან იქნება შესაძლებელი.
პოლონელი ვარსკვლავი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებს 17 ივლისს, მაიამიში შეუერთდა. კლუბმა მას მოკრძალებული წარდგენა გაუკეთა, თუმცა, რობერტს, გრანდიოზული პრეზენტაცია, სადაც დასწრება გულშემატკივრებსაც შეეძლებათ, 5 აგვისტოს ელოდება.
33 წლის ფეხბურთელის დებიუტი ამხანაგურ მატჩში, “რეალის” წინააღმდეგ შედგა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]