”მალაგა” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”მალაგა” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსას” მწვრთნელმა აღიარა, რომ ”მალაგასთან” მატჩის მზადებისას ის ”უემბლიზე” ფიქრობდა. მან აღნიშნა ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის სირთულე და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელები შეძლებენ ამ შესაძლებლობის შეფასებას.

ამ შაბათს ”ბარსა” ლა ლიგაში საბოლოო წერტილს დასვამს ”მალაგას” მოედანზე, გუნდს ტიტული მოპოვებული აქვს და მხოლოდ ”უემლიზე” ფიქრობს. ხოსეპ გვარდიოლამ ვარჯიშის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე აღიარა, რომ უკვე ”მანჩესტერ იუნაიტედზე” ფიქრობს: ”ვალდებულები ვართ მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ, მაგრამ ფოკუსირებული ლონდონზე ვართ”. გვარდიოლამ 8 ფეხბურთელი განაცხადს მიღმა დატოვა და ისინი შაბათს ბარსელონაში ივარჯიშებენ: ”მირჩევნია ”მალაგას” წინააღმდეგ ახალგაზრდები ვათამაშო და გავირთულო ცხოვრება. ვთვლი, რომ დანარჩენებისთვის უკეთესი ვარჯიში და კვირას დასვენება იქნება”.

”კიდევ ერთ ფინალში თამაში - ეს დიდი გამართლებაა”

შიშის გარეშე, იმედებით და პასუხისმგებლობით. გვარდიოლას სურს, რომ სწორედ ასე მიუდგეს გუნდი ”უემბლის” ფინალს, ასევე ფეხბურთელები უნდა აცნობიერენდნენ თუ როგორი რთულია ფინალამდე მისვლა. პეპმა განაცხადა: ”ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მიუხედავად ბოლო 3 წელში ფინალში 2-ჯერ გასვლა არ გამორიცხავს იმას, რომ შემდეგი 20 წლის განმავლობაში ფინალში აღარ ვიქნებით. ძლიერმა გუნდებმა იციან, თუ როგორია 5-6 სეზონის უტიტულოდ დასრულება. თუკი ჩვენ ფინალში თამაშის მნიშვნელობას ვერ გავაცნობიერებთ ეს ”მანჩესტერ იუნაიტედის” უპირატესობა იქნება, რომელსაც დამატებითი მოტივაცია 2 წლის წინ ფინალის წაგების გამო აქვს”.

გვარდიოლამ აღიარა, რომ ჯერ კიდევ არ იცის, თუ რა შემადგენლობას გამოუშვებს ”უემბლიზე”: ”ეს ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ ფეხბურთელები. მთელი კვირის გაბმავლობაში მათ დავაკვირდები”. პეპს მიაჩნია, რომ ინგლისელებს პრესინგის წინ თამაში შეუძლიათ, როგორც რომში თამაშობდნენ, მაგრამ ის არ თვლის, რომ საკუთარი გუნდის თამაშს განსაკუთრებულად შეცვლის. გუნდს ფინალისთვის მოსამზადებლად 15 დღე ჰქონდა, რაც გასაკვირია: ”არ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მივეჩვიეთ მატჩის წინ დიდხნიან შესვენებას, მაგრამ ამ დღეებში ვიხილავდით დაცვაში და თავდასხმაში ასპერეზობის ასპექტებს და რაც მთავარია, გუნდი ლონდონში დასვენებული ფეხებით და თავით უნდა ჩავიდეს. ახლა ისინი ყოველი დღით უნდა დატკბნენ, გაერთონ ვარჯიშებზე, რადგან კიდევ იქნება მომზადების დრო”.

გახსენება 92 წლის ”უემბლის”

დღეს, როცა 19 წელი გავიდა ”უემბლის” ფინალის შემდეგ გვარდიოლამ გაიხსენა გრძნობები, რომელიც მას დაეუფლა კლუბის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან მატჩში: ”იმ ფინალის კადრები ”Barca TV”-ის ეთერში ვნახე. მახსოვს, რომ ჩვენ დიდ ზეწოლას განვიცდიდით, რადგან ფინალში მოგებული არ გვქონდა. მთელი კვირის განმავლობაში ეს ზეწოლა სურვილად და დიდ გამოწვევად ვაქციეთ. იმ მატჩიდან მხოლოდ კარგი მოგონებები დამრჩა”.

სიტყვები ივან დე ლა პენიასთვის

გვარდიოლამ თბილი სიტყვებით ისაუბრა ივან დე ლა პენიაზე, რომელმაც ხუთშაბათს საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა: ”მესმის მისი გადაწყვეტილება. ის ყოველთვის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც ვიცნობ. მასთან თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. დაწრმუნებული ვარ, რომ ის საფეხბურთო წრეში დარჩება, რადგან ეს სპორტია, ემოციაა, თუმცა სპორტმა მას ბევრი ტანჯვა მოუტანა, რადგან ივანი ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანია. მას და მის ოჯახს ყოველივე კარგს ვუსურვებ”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.