ჩავი ერნანდესი სევილიასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი სევილიასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი "სევილიასთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს:

ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბურთს ვფლობდით და შეგვეძლო, კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოგვეგო. რთულ სტადიონზე მოგება კარგის ნიშანია.

პირველ 15 წუთში კარგად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ შემდეგ გუნდი დომინირებდა. მეტის გატანაც შეგვეძლო და ეს გამარჯვება იმის ნიშანია, რომ კარგ ფორმაში ვართ.

გავითი გაკვირვებული არ ვარ, რადგან მას ვარჯიშებზე ყოველდღე ვხედავ. არ მინდა, სხვებთან მიმართებით უსამართლო ვიყო, მაგრამ დღეს პაბლო ალბათ საუკეთესო იყო.

არ ველოდით, რომ მეტოქე მოედანზე 4-4-2 სქემით გამოვიდოდა, მაგრამ პედრი, ბუსკეტსი და გავი ბრწყინვალედ თამაშობდნენ - ისინი ბევრს მუშაობდნენ და გარემარბებიც ეხმარებოდნენ.

დემბელე ძალიან მომწონს, რადგან კარგი დამოკიდებულება აქვს. რაფინია და რობერტიც შესანიშნავად გამოიყურებიან და დაცვაშიც გვეხმარებიან. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, და უსმანი ერთ-ერთი მათგანია.

"სევილია" საშიში გუნდია, რაც პირველი 10-15 წუთის განმავლობაში გვანახა.

სწორ გზაზე ვდგავართ და ასე გაგრძელება გვმართებს.

იმ ტემპით თამაში, როგორითაც გავი თამაშობს, გასაოცარია. ვიმედოვნებ, ის ამ დონეზე დარჩება.

მშრალად შენახული კარის ფონზე მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. 

პიზიციური თამაში მოგვწონს და გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ბურთის სწრაფად მოძრაობით სარგებლობა შეუძლიათ. ასევე, უნდა გამოვიყენოთ შანსები, რომლებიც მატჩის განმავლობაში გვეძლევა, თუმცა, ჩემი ფავორიტი ტაქტიკა მაინც პოზიციური თამაშია.

ლევანდოვსკის მხოლოდ გოლები არ გააქვს, ის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს. რობერტი ფანტასტიკური ფეხბურთელია.

კუნდე მარჯვენა მცველად? ბელერინი დავიმატეთ, სერჟი რობერტოც გვყავს, რომელიც ყოველთვის კარგად თამაშობს... ვნახოთ, რა მოხდება. 

ტერ შტეგენი ბრწყინვალე პერიოდს ატარებს, ისევე, როგორც მთლიანად დაცვის ხაზი. "რამონ სანჩეს პისხუანზე" 3-0 ყველა ვერ მოიგებს. 

თუ ლა ლიგაზე საუბრისას მხოლოდ "ბარსელონასა" და "რეალზე" ვფოკუსირდებით, მართებული არ იქნება. დღეს მოგება მარტივი არ ყოფილა - ისეთივე ეფექტურები ვიყავით, როგორც სან სებასტიანში, მაგრამ მარტივი არაფერი იყო.

ეს გამარჯვება თავდაჯერებულობას გვმატებს. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა ვითამაშოთ და მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ერთიანი იყოს. როტაციასაც უნდა მივმართოთ.

გასულ კვირაში გითხარით, რომ სტანდარტულების დროს უფრო პროდუქტიულნი უნდა ვყოფილიყავით, და დღეს ასეთ სიტუაციაში გოლი გავიტანეთ. ნელ-ნელა ყველა ასპექტში ვუმატებთ და გვმართებს, საქმე ამ პოზიტივით გავაგრძელოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Ბარსელონისტა
    სტუმარი [?]
    #17 4 სექტემბერი 2022 23:46
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    წიან წელს რომ ბაიერნთსნ წააგო ბარსამ, ჩავიმ უთხრა ლაპორტას რომ 1 წელსში ბაიერნის დონეზე ვიქნებითო,იქამდე დროა და ყველაფერი მაქეთკენ მიდის

    Უკვე ვართ
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #16 4 სექტემბერი 2022 14:08
    0
    წიან წელს რომ ბაიერნთსნ წააგო ბარსამ, ჩავიმ უთხრა ლაპორტას რომ 1 წელსში ბაიერნის დონეზე ვიქნებითო,იქამდე დროა და ყველაფერი მაქეთკენ მიდის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 4 სექტემბერი 2022 14:06
    2
    ისე ამ ტორესის ფული არა გვაქვს მე მგონი გადახდილი და რამე რო იყოს დაბრუნება არ მოსულა ჩეკი თუ ნახეს.
    Oto Kelaptrishvili
    სტუმარი [?]
    #14 4 სექტემბერი 2022 12:59
    0
    ძაან კაი თამაში იყო შტეგენს ქონდა კაი თამაში და ერთ შეტევაში მოკლეს ეგრევე პირველი 20 წუთი გაუჭირდათ და მაგ ერთმა გოლმა დაალაგა თამაში. რისიც ცოტა მეშინოდა რო ჩავის ძაან პოზიციურ თამაშზე არ ჩაეციკლა გუნდი არ გამოდგა ეგრე ეს კაცი დიდ საქმეებს გააკეთებს. არ კარგავს ბარსას სტილს მაგრამ თანამედროვე ფეხბურთის სტილსაც მიყვება. კონტრების გარეშე ვერაფერს ვერ გახდება გუნდი და კარგია რო ჩავიც არ აიგნორებს მაგ ასპექტს. თამაშებს ვუყურებ და აი მადლობის მეტს ვერაფერს ვამბობ ჩავიზე.
    R.Gaucho
    სტუმარი [?]
    #13 4 სექტემბერი 2022 11:49
    2
    ფერანს თუ არ *ეუყოფ წელსაც ვაბშე კარგი კაცი იქნები. მაგის შემოყვანას დეპაი შემოიყვანო კარში მაინც ურტყამს და კაცს მაინც ატყუებს 1-1ზე. რაც შეეხება პედრის და ბუსკეცსს ხანდახან როდაასვენოს კარგი იქნება ჩავიმ. განა რამე პროსტო მონებსაც ასვენებდნენ თავის დროზე :დდ ფრენკის და კესის მეტი დრო უნდა მისცეს მაესტრომ. გავი იდგეს მაინც არ იღლება და გამოცდილებას მაინც შეიძენს სხვა თუ არაფერი.
    Culé [?]
    #12 4 სექტემბერი 2022 02:28
    9
    შტეგენი (კედელი), გავი (მუშა), არაუხო (ცხოველი) და კუნდე (2 ასისტი) - უმაგრესები იყვნენ
    ლევანა უკლასნესია, შეეძლო ჰეთთრიქი გაეფორმებინა მაგრამ აშკარად იღბალმა უმტყუვნა
    რაფინიას რამდენიმე სულელურად დაკარგული ბურთი რომ დავივიწყოთ, არაჩვეულებრივად ითამაშა
    დემბელე იდიოტია, იმ უნარებით რაც აქვს შეუძლია რომ საუკეთესო იყოს მაგრამ ყველაფერს თავად აფუჭებს
    გარსიას და რობერტოს აშკარად პროგრესი აქვთ.
    პედრი ხოდზე ვერ იყო მარა კლასს ყველა თამაშში აჩვენებს
    ბუსკეცი - სკამზე
    დე იონგი სკამზე მეცოდება
    ტორესმა თავს რამე უნდა უშველოს თორე კარიერას ინგრევს და ფატიც წინა თამაშის მსგავსად ვერ ბრწყინავდა.
    ალბას რეგრესი აქვს და მაგის ფონზე ბალდე თანდათან უმატებს, ფიზიკა მოხოდოს და ალბა აღარავის ემახსოვრება.
    ერთი სიტყვით სევილიას სერიოზულად გადავუარეთ პირველი 15 წუთის გამოკლებით და იმ 15 წუთშიც შტეგენის როლი უდიდესია, ისევე როგორც არაუხოსი, ლომი დაუბრუნდა თავის სამეფოს და ზოგადად ბარსა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს დიდების დაბრუნებისკენ.
    ვნახოთ რა მოხდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 4 სექტემბერი 2022 02:27
    1
    დემბელე თუ შეაქე ეგოისტობისთვის.
    Culé [?]
    #10 4 სექტემბერი 2022 02:02
    10
    ჩავიმ საბოლოოდ ის თამაში თუ აპოვნინა გუნდს რაც სურს ბურთს არავის დაანახებენ ისეთი დომინანტი მონსტრი იქნება ბარსა და იმედი მაქვს რაც შეიძლება მალე ვიხილავთ რომელ გზასაც ადგას უკვე გუნდი ამდენი მშრალად შენახული კარი ბოლოს როდის იყო გასულ წელს ჩავის მოსვლამდე ყველა გოლს უტანდა ახლა ძლიერ გუნდებსაც უჭირთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 4 სექტემბერი 2022 01:56
    4
    საღოლ მაესტრო ეგრე გააგრძელე ! უნდა მოვუმატოთ აბა რაა
    Culé [?]
    #8 4 სექტემბერი 2022 01:37
    11
    ლევანა ფენომენია 👏🏻
    Culé [?]
    #7 4 სექტემბერი 2022 01:34
    2
    ლოპეტეგის გაფარჩაკება
    --------------------
    Nb

    Culé [?]
    #6 4 სექტემბერი 2022 01:27
    23
    გავი საოცარი იყოს დღეს 12.2 კილომეტრზე მეტი ირბინა. მისი პრესინგის თამაშია ზუსტად ის რამაც მოედანზე დომინირება დაგვიბრუნა. 11 თუ 12 ბურთის ართმევა. 18 წლისაა ეს ბავშვი. უბრალოდ საღოლ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 სექტემბერი 2022 01:27
    16
    ბრავო მაესტრო ეს კონტრები იყო რაღაცა სასწაული ეგრე გაგრძელე.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #4 4 სექტემბერი 2022 01:27
    10
    ჩავიმ შეუსრულა ლოპეტეგის, ცოტა იღბალიც რომ გვქონობა ხუთსაც გავიტანდით და მეტსაც მაგრამ ბონომ მაგრად ითამაშა,იცის ამ კაცმა თავისი საქმე აშკარად, პირველი თამაშის შემდეგ გუნდს აშკარა პროგრესი აქვს და კიდევ და კიდევ უფრო განვითარდება,მითუმეტეს რომ ძლიერ შემადგენლობასთან ერთად ძლიერი და გრძელი სკამი გვყავს , რაც ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება, წარმატებები ჩავი აბა შენ იცი გაგვახარე კულეები ბევრი მოგებული ტიტულებით❤
    გულშემატკივარი [?]
    #3 4 სექტემბერი 2022 01:26
    12
    ტორესს ფსიქოლოგი აუყვანეთ ვინმემ, თორე ქრება ნელ-ნელა და სანამ კოუტიონიო გამხდარა მოაძლიერეთ ცოტა ფსიქოლოგიურად.
    Kingleo10
    სტუმარი [?]
    #2 4 სექტემბერი 2022 01:25
    14
    კოღოო კი მაგარი ჩატოვებულია მაგრამ საფრთხეს სულ ქმნის და ტორესს და ფატის ყველა ვარიანტში სჯობს
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 სექტემბერი 2022 01:24
    27
    ამ თამაშის მოგება ასე მშვიდად არია შტეგენის დამსახურებაა! ისეთი ბურთები აიღო თამაშის დასაწყისში რომ რავიცი, თამაშის სცენარი შეცვალა მთლინად.