ჩავი შემადგენლობაში 4 ცვლილებას გეგმავს
კვირაში მხოლოდ ერთი თამაში წარსულში ჩაბარდა, ამიერიდან "ბარსელონაში" კვირაში 2 შეხვედრის ჩატარება მოუწევს ხოლმე, რაც აუცილებლად გამოიწვევს როტაციას.
მომდევნო კვირაში "ბარსას" 2 შედარებით მარტივი თამაში ელის - ჩემპიონთა ლიგაზე "პლზენთან" და ლა ლიგაში "კადისთან". ამის შემდეგ კი "ბაიერნია" და ჩავის საშუალება აქვს, მიუნხენში გასამართ შეხვედრამდე რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს.
Mundo Deportivo-ს ცნობით "პლზენთან" ოთხშაბათს გასამართი შეხვედრისთვის ჩავი სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილებას გეგმავს. მწვრთნელი ერიკ გარსიას, რონალდ არაუხოს, გავისა და უსმან დემბელეს დაასვენებს, მათ ნაცვლად კი ძირითადში ანდრეას კრისტენსენი, სერჟი რობერტოს, ფრენკი დე იონგსა და ფერან ტორესს ვიხილავთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]