ბარსელონა რაფინიას ტრანსფერიდან თანხას ვეღარ მიიღებს
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი რაფინია "პარი სენ-ჟერმენიდან" კატარულ "ალ არაბიში" უფასოდ გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბლაუგრანამ" მისი ტრანსფერიდან თანხის მიღების შანსი ხელიდან გაუშვა.
რაფინია "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" 2020 წელს 1.5 მილიონ ევროდ გადავიდა. ასეთი დაბალი ფასი იმით დაბალანსდა, რომ "ბარსამ" ბრაზილიელის მომდევნო ტრანსფერიდან 35%-ის მიღების უფლება დაიტოვა. თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 35% არც არსებობს, რადგან რაფინიამ პსჟ უფასოდ დატოვა.
რაფინია "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. ბრაზილიელს, რომელიც ამჟამად 29 წლისაა, "ბლაუგრანაში" 90 მატჩში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]