ჩავი ერნანდესი კადისთან მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "კადისთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
ჩვენ რთულ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ბოლო 4 შეხვედრაში მათ წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდა. ამჯერად სამი ქულის მოპოვებას შევეცდებით.
"ბაიერნი"? ამჟამად "კადისთან" მატჩზე ვართ ფოკუსირებულნი. თავმდაბლები უნდა დავრჩეთ და მუშაობა განვაგრძოთ. ახლა ჩვენი მიზანი სამი ქულის აღებაა.
ფეხბურთელები ბევრს მუშაობენ და ცდილობენ, თამაშისას მაქსიმუმი გააკეთონ.
ალბასი, ის შრომისმოყვარეა. ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს. მთავარი ისაა, რომ ალბა პროფესიონალია, ის კარგად ვარჯიშობს და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
გრიზმანს თამაშის დასრულებამდე 30 წუთით ადრე ცვლიან? ამის შესახებ დიეგო სიმეონეს უნდა ჰკითხოთ. ანტუანის მწვრთნელი არასდროს ვყოფილვარ. ფრანგის საკითხი ორი კლუბის საქმეა, მე არ მეხება.
ყველა პოზიციაზე ფართო არჩევანი გვაქვს, ეს ზუსტად ისაა, რაც მსურდა. ფეხბურთელებს შორის სათამაშო დროის გადანაწილება მიჭირს, მაგრამ ეს კარგი თავის ტკივილია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცვა კონცენტრირებულია. ამ ასპექტზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ჩვენი სტრატეგიები განვავითარეთ. კონკურენცია უკეთესად თამაშში გვეხმარება.
მარკოს ალონსო და ექტორ ბელერინი თავს კარგად გრძნობენ, ისინი ხვალ განაცხადში მოხვდებიან.
ჰოლანდის მსგავსი ახალგაზრდა თავდამსხმელი მირჩევნია, თუ ლევანდოვსკივით გამოცდილი? ამის თქმა რთულია, მაგრამ რობერტს არავისში არ გავცვლიდი. რასაც ის აკეთებს საოცარია. მისი თავმდაბლობა და საქმისადმი მიდგომა გადამდებია.
ფერან ტორესზე ძალიან კარგი წარმოდგენა მაქვს. ის შეტევაში სივრცეებს შესანიშნავად იყენებს. წინა მატჩში გოლის გატანა და ასისტის გაკეთება მოახერხა, ეს ყოველთვის არ ხდება, თუმცა მას საკუთარი თავის სჯერა და ჩვენც ვენდობით.
გასულ შეხვედრაშია ანსუმ ძალიან კარგად ითამაშა. სამწუხაროდ გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ ვისაუბრეთ და ის საკუთარ თავში დარწმუნებულია.
ალბას პასუხი შემცირებულ წუთებზე? მე ყველა ფეხბურთელთან პირდაპირი ვარ, ვცდილობ, მათთან ურთიერთობისას გულწრფელი ვიყო. ჟორდისთან ვისაუბრე, მოთამაშეებთან კომუნიკაცია მიყვარს. კონკურენცია დიდია და ყველამ საკუთარი შესაძლებლობები უნდა დაამტკიცოს.
დემბელე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის სივრცეებს კარგად იყენებს, გოლებს იტანს და საგოლე პასებს აკეთებს. უსმანი ჩემს გეგმებში ყოველთვის შედიოდა.
ჩვენი ფოკუსი "კადისთან" მატჩზეა. გრიზმანზე, ბენზემაზე თუ რომელიმე სხვა ფეხბურთელზე სასაუბრო არაფერი მაქვს.
რობერტო კარგად გამოიყურება, რის გამოც ბედნიერი ვარ, რადგან ისაა მოთამაშე, რომელიც სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობს და არასდროს წუწუნებს. ის მცირე დისკომფორტს გრძნობს და შესაძლოა, ხვალისთვის განაცხადში ვერ მოხვდეს, მაგრამ საქმე ტრავმასთან არ გვაქვს.
პიკესთან ვისაუბრე და არსებული სიტუაცია მისთვის მარტივი არაა. მან წინა მატჩში კარგად ითამაშა და მიმდინარე სეზონში ძალიან დაგვეხმარება.
საყრდენის პოზიციაზე ფართო არჩევანი გვაქვს. ბუსკეტსი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მაგრამ ჩვენ კესია და ფრენკიც გვყავს. შემადგენლობას იმის მიხედვით ვარჩევ, თუ ვის ვეთამაშებით. საყრდენ ნახევარმცველად ეროვნულ ნაკრებში კრისტენსენსაც უთამაშია და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ხვალ გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა პედრი. ის ყველაზე მეტ სათამაშო დროს იღებს და დასვენება აუცილებლად სჭირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]