კადისი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

კადისი-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

  • თამაშის დრო: შაბათი, 10 სექტემბერი, 20:30

როტაციები გრძელდება, მაგრამ ისევ ფრთხილად. აუტსაიდერ "კადისს" რომ "ბარსელონასთვის" პრობლემების შექმნა შეუძლია, ეს ბოლო წლებში არაერთხელ გვინახავს. "რეალს" უკვე იმაზე მეტით ჩამოვრჩებით, ვიდრე დღესდღეობით ამ გუნდებს შორის არსებული რეალური სხვაობა ითვალისწინებს და ახლა დაუგეგმავი ქულების დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

ვინ მოჰყვება დღეს როტაციაში? სეზონში ნათამაშები წუთებისა და წინა შეხვედრაში თამაშის გათვალისწინებით დღეს სათადარიგოთა შორის პედრი, ლევანდოვსკი და დემბელე უნდა ვიხილოთ. თუმცა გარისკავს კი ჩავი ასე? საუბარი ხომ გუნდის სამ წამყვან ფეხბურთელზე გვაქვს.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონა" დაფრინავს. მართალია, განსაკუთრებით ძლიერ მეტოქეებთან თამაში ჯერ არ უწევდა, მაგრამ ასეთ თამაშს "ბარსა" წინა სეზონებში სუსტ გუნდებთანაც კი ვერ აჩვენებდა.

სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში "რაიოსთან" ქულების დაკარგვის შემდეგ ჩავის გუნდმა 4 თამაში მოიგო, აქედან 3 ორბურთიანი, ხოლო ორიც ოთხბურთიანი სხვაობით. დემბელესა და ლევანდოვსკის ვერავინ აჩერებს და დიდად ვერც მათ თანაგუნდელებს.

გუნდის სათავეში ჩავის მოსვლის შემდეგ "ბარსას" ლა ლიგაში სტუმრად ჯერ არ წაუგია - 16 თამაშში 11 მოგება და 5 ფრე.

"კადისი" საკუთარი საზომებითაც კი ძალიან ცუდად გამოიყურება. 4 თამაშიდან ყველა წაგება, 0 გატანილი და 10 გაშვებული გოლი. ლა ლიგაში ანდალუსიელთა გარდა სხვა უქულო გუნდი არავინაა.

დანაკლისი

"ბარსელონას" მხოლოდ ერთი ფეხბურთელი აკლია - სერჟი რობერტო, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს.

მასპინძელ გუნდს ლოსანო, კალა და გარიდო არ ეყოლება.

ურთიერთშეხვედრები

რა თქმა უნდა, ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა "ბარსას" აქვს, მაგრამ...

სულ ჩატარებული 28 თამაშიდან "ბლაუგრანამ" 19 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 4 დათმო, გაიტანა 59 და გაუშვა მხოლოდ 18 გოლი. მაგრამ ბოლო 4 შეხვედრაში კატალონიელებს 2 ფრე და 2 მარცხი, ასევე მხოლოდ 2 გატანილი გოლი აქვთ.

მეტოქის მოედანზე გამართული 14 დაპირისპირებიდან "ბარსამ" 8 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 3 დათმო. 2005 წლის შემდეგ "ბლაუგრანა" კადისს მხოლოდ 2-ჯერ ეწვია - 2020 წელს 1-2 წააგო, 2021 წელს კი უგოლოდ ითამაშა.

არბიტრი

შეხვედრას 46 წლის გამოცდილი არბიტრი კარლოს დელ სერო გრანდე გაუძღვება.

დე სერომ მსაჯობა 2000 წელს დაიწყო, 2006 წელს მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, ხოლო 2011 წლიდან პრიმერაში მსაჯობს. 2013 წლიდან გრანდე FIFA-ს არბიტრია. Marca-მ ლა ლიგის საუკეთესო მსაჯად ის 2-ჯერ, 2017/18 და 2018/19 წლების სეზონებში დაასახელა.

კარიერის განმავლობაში გრანდე თამაშში საშუალოდ 26.6 ჯარიმასა და 0.33 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.8 ყვითელ და 0.21 წითელ ბარათს უჩვენებს.

ამ გუნდების შეხვედრაში დელ სერომ ერთხელ იმსაჯა. ერთი წლის წინ ამავე სტადიონზე გამართული შეხვედრა 0-0 დასრულდა, მატჩის 65-ე წუთზე კი არბიტრმა ფრენკი დე იონგს მე-2 ყვითელი ბარათი უჩვენა და ის მოედნიდან გააძევა. საინტერესოა, რომ ფრენკის "ბარსაში" ორი წითელი ბარათი აქვს მიღებული და ორივე დელ სეროსგან.

კარლოს დელ სერო გრანდეს სტატისტიკა "კადისისა" და "ბარსელონას" თამაშებში:

კადისი ბარსელონა
თამაში 12 39
მოგება 4 31
ფრე 4 5
წაგება 4 3
მოგების % 33% 79%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 2 6
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 3 2
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 4 6
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 4 5

სტატისტიკა

  • "კადისთან" გამართულ ბოლო 4 თამაშში "ბარსელონას" მოგება არ აქვს;
  • "კადისთან" გამართულ ბოლო 4 თამაშში "ბარსელონამ" მხოლოდ 2 გოლი გაიტანა;
  • მიმდინარე სეზონში "კადისმა" ოთხივე თამაში წააგო;
  • მიმდინარე სეზონში "კადისს" ჯერ გოლი არ აქვს გატანილი;
  • "ბარსელონას" არცერთ მოქმედ ფეხბურთელს "კადისის" კარში გოლი არ აქვს გატანილი;
  • "ჩავის" "ბარსელონას" ლა ლიგის 16 გასვლით თამაშში 11 მოგება და 5 ფრე აქვს;
  • ლა ლიგაში "ბარსელონას" ბოლო 10 გასვლითი შეხვედრიდან რვაში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • "ბარსელონა" ბოლო ოთხ თამაშს მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით იგებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 3 დაპირისპირებაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.25 ანიჭებენ, რაც მოგების 80%-იან შანსს უდრის, თუმცა "ბარსა" ასეთი თამაშების მხოლოდ 63%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

 ჩვენ რთულ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც დაცვით ფეხბურთს თამაშობს. ბოლო 4 შეხვედრაში მათ წინააღმდეგ ძალიან გაგვიჭირდა. ამჯერად სამი ქულის მოპოვებას შევეცდებით. 

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კრისტენსენი, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, არაუხო, კუნდე, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, არაუხო, პიკე, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.

პროგნოზი

  • WhoScored: 0-3
  • Sportsmole: 0-3
  • Sportskeeda: 0-4
  • 90min: 0-2
  • Onefootball: 0-3
  • Squawka: 0-3

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 10 სექტემბერი 2022 17:17
    2
    ამ ავტობუსა გუნდისგან მახსოვს ბრიყვული წყენა. უნდა დავაყენოთ ცხრის ნახევარივით და ვუბრაგუნოთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 10 სექტემბერი 2022 15:00
    1
    შემადგენლობა ვის ათამაშებს ჩავი არ ვიცი მაგრამ ბელერინის დღეს ათამაშებს უეჭველი
    bacho-barca21
    სტუმარი [?]
    #6 10 სექტემბერი 2022 14:30
    2
    ენდრიკ ფელიპეს ველი ბარსაში კარგი მაგარი ბიჯია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 სექტემბერი 2022 13:31
    1
    ციტატა: Tyler Durden
    ბოიხოს ნოისს აბრუნებენ ნოუ კამპზეო და მართალია ?

    დააბრუნონ ოღონ იმ პირობით თუ მაგათი საქციელი გულშემატკივრობას არ გაცდება
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #4 10 სექტემბერი 2022 12:55
    0
    #### ჩავის გუნდმა 4 თამაში მოიგო, აქედან 3 ორბურთიანი, ხოლო ორიც ოთხბურთიანი სხვაობით ####
    ====================
    joy joy joy
    კარგად დაგითვლიათ joy
    [?]
    #3 10 სექტემბერი 2022 12:54
    1
    სავარაუდო შემადგენლობა სამივეს რო სხვადასხვა აქვს? 😁 მიდი და გაიგე ამხელა რესურსიდან ვის აარჩევს. აბა ადრე სულ 11 გვყავდა. დანაკლისებიდან რობერტო არაა განაცხადში. კარგია დაცვით გუნდთან დავიტესტებით
    ფანი [?]
    #2 10 სექტემბერი 2022 12:02
    2
    ბოიხოს ნოისს აბრუნებენ ნოუ კამპზეო და მართალია ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 სექტემბერი 2022 11:29
    1
    ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთო ჩანს და მაინც არ ვურჩევ გუნდის მეორე შემადგენლობის გამოყვანას, შარს არ ძინავს.