პედრი: ლევანდოვსკისთან ერთად თამაში დიდი პატივია
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" შემადგენლობაში არაერთი ფეხბურთელი ბრწყინავს, მაგრამ უპირველესად, ალბათ, რობერტ ლევანდოვსკი და პედრი უნდა გამოვარჩიოთ. აშკარაა, რომ ვეტერანი პოლონელი და ახალგაზრდა ესპანელი ერთმანეთს კარგად უგებენ.
ახლა ორივე მათგანი ეროვნულ ნაკრებებთან ერთად იმყოფება, ესპანეთის ეროვნულ გუნდში მყოფმა პედრიმ კი ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი ლევანდოვსკიზეც გააკეთა.
ყველა ხედავს მის თამაშს, გატანილ გოლებს, თითოეულ მოძრაობას, რომელსაც ჩვენთვის აკეთებს. რობერტმა გუნდს ბევრი რამ შესძინა. იმედი მაქვს, ის ასევე განაგრძობს, რადგან მასთან ერთად თამაში დიდი პატივია.
- ციტირებს პედრის სიტყვებს Mundo Deportivo
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]