ურუგვაელები არაუხოსგან ითხოვენ, ოპერაციაზე უარი თქვას
უკვე 3 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რონალდ არაუხომ ურუგვაის ნაკრებში თამაშის დროს ტრავმა მიიღო და ჯერ არ ვიცით, გაიკეთებს თუ არა ფეხბურთელი ოპერაციას.
რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ 23 წლის მცველი "ბარსას" დიდი ხანი ვერ დაეხმარება. საუბარი 6-7 კვირით გამოკლებაზეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკელს "ბარსას" ფორმით წლის ბოლომდე ვეღარ ვიხილავთ.
თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვარიანტი - ოპერაციის გაკეთება. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში არაუხოს მკურნალობის ვადა კიდევ უფრო დიდი იქნება და სავარაუდოდ მას მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევს.
Sport-ის ცნობით ურუგვაის ნაკრებიდან ფეხბურთელზე ზეწოლას ახდენენ და მას სთხოვენ, ოპერაციაზე უარი თქვას იმისათვის, რომ მუნდიალზე თამაში შეძლოს.
მოსალოდნელია, რომ ოპერაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]