არაუხომ გადაწყვიტა - ოპერაცია და უარი მსოფლიო ჩემპიონატს - კატალონიის რადიო
დღეს "ბარსელონაში" მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რონალდ არაუხოს ბედი უნდა გადაეწყვიტა.
ტრავმირებულ ურუგვაელ ცენტრალურ მცველს ორი არჩევანი აქვს - ოპერაციის გაკეთება ან მასზე უარის თქმა. ოპერაციის უპირატესობა ისაა, რომ მომდევნო გართულებების რისკი ნაკლებია და ფეხბურთელის კარიერა საფრთხის ქვეშ არ დგება, თუმცა მინუსი ისაა, რომ რონალდს 2-3 თვით უქმობა მოუწევს, რაც ავტომატურად მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებას ნიშნავდა. ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მუნდიალზე თამაშის შანსი არსებობს, მაგრამ არსებობს ტრავმის რეციდივის შანსიც.
ესპანური მედიის ინფორმაციით "ბარსელონა" დღეს საღამოს ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და არაუხოს გადაწყვეტილებას გაახმოვანებს.
კატალონიის რადიოს ცნობით ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ არაუხომ გადაწყვიტა, ჩავისა და ექიმ რიკარდ პრუნას დაუჯეროს, ოპერაცია გაიკეთოს და მსოფლიო ჩემპიონატზე უარი თქვას. 23 წლის ფეხბურთელს 2-3 თვე გაუცდება, მაგრამ სრულად ჯანმრთელი დაბრუნდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]