ოფიციალურად: რონალდ არაუხო ოპერაციას გაიკეთებს
რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაცია ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა - რონალდ არაუხომ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.
ურუგვაელმა მცველმა ტრავმა ნაკრებში თამაშის დროს მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით მას 6-7 კვირა გაუცდებოდა, თუმცა ჩავისთან და "ბარსას" ექიმ რიკარდ პრუნასთან დღეს გამართული შეხვედრის დროს ურუგვაელმა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია გაიკეთოს. ამის გამო მას 2-3 თვე გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკელი წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.
არაუხოს ოპერაცია ოთხშაბათს ფინეთის ქალაქ ტურკუში ჩაუტარდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სეზონის განახლებისთვის ის ჩავის განკარგულებაში იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]