კარლო ანჩელოტის პრესკონფერენცია ელ კლასიკოს წინ

"რეალ მადრიდის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ხვალინდელი "ელ კლასიკოს" წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. იტალიელმა "ბარსელონა" აქო და განაცხადა, რომ თანაბარ თამაშს ელის.

როგორ მოვემზადეთ "კლასიკოსთვის"? როგორც ყოველთვის, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ ისიც, თუ რას ნიშნავს ეს თამაში ყველასთვის, ასევე გუნდების მაღალი დონე. მზადება ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ემატება ემოციური ასპექტი, ზეწოლა...
კურტუა თავს კარგად გრძნობს, თუმცა ძალიან ცოტა ივარჯიშა, კომფორტულად არაა და მისი თამაში გამორიცხულია. კვირის შემდეგ სიტუაციას დავაკვირდებით, მაგრამ ახლა მას ჯერ ვარჯიში ჭირდება.
რუდიგერი კარგადაა, მას დისკომფორტი არ აქვს. ის მებრძოლია.
"რეალ მადრიდი" მეორე ტაიმებში უკეთ თამაშობს, ვიდრე "ბარსა"? ვფიქრობ, ეს არის ამ ორი გუნდის მახასიათებელი, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. სიმართლეა, რომ მეორე ნახევარში ჩვენ უკეთესები ვართ ხოლმე, მაგრამ არ ვიცი, მოახდენს თუ არა ეს გავლენას ამ თამაშზე.
როდრიგო ექსტრაორდინარული ფეხბურთელია. ახლა მას მეტ სათამაშო დროს ვაძლევ და ისიც გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია. ამ ფეხბურთელს შეტევის ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია.
იდეალური თამაში უნდა ჩავატაროთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოვიგებთ თამაშებსა და ტიტულებს.
"ბარსელონამ" ჩემპიონატში მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა. ეს გუნდი ლა ლიგაში კარგ ფორმაშია. კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე პრობლემები აქვთ, რაც ამ ტურნირზე ხდება ხოლმე, მაგრამ ჩემპიონატში ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან.
წინა წლის თამაში ხვალინდელზე გავლენას ვერ მოახდენს. ეს ახალი "ელ კლასიკოა". განსაკუთრებული თამაში გველის, თუმცა სეზონი გრძელია და ჩვენ მის მოგებას ვაპირებთ.
არ ვიცი, რამდენად იმოქმედა ჩემპიონთა ლიგაზე მომხდარმა "ბარსელონაზე". ჩვენ თამაშის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ საქმე გვაქვს გუნდთან, რომელსაც დიდებული სეზონის ჩატარების რესურსი აქვს.
ბენზემა? მიმდინარე კვირაში ის გაცილებით უკეთ გამოიყურება.
"ბარსელონას" ისტორია ყველაფერზე ნათლად საუბრობს. ეს გუნდი თამაშობს იმ სტილში, რომელიც გულშემატკივრებს მოსწონთ. ამ სტილით მათ წარმატებებს მიაღწიეს და ისინი ასევე განაგრძობენ. სხვა გუნდებს სხვა სტილი აქვთ. ვფიქრობ, მუდმივად ერთი სტილის შენარჩუნება ბევრი რამის მანიშნებელი არაა, რადგან ფეხბურთელები იცვლებიან. უნდა ეძებო ისეთი სტილი, რომელშიც ფეხბურთელები თავს უკეთ გრძნობენ.
ჩვენ "ინტერისგან" განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობთ. მილანელებმა ხასიათი აჩვენეს, ისინი ეფექტიანები იყვნენ. წინ განსხვავებული და თანაბარი თამაში გველის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 16 ოქტომბერი 2022 16:28
    0
    ციტატა: Footballfan
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    R.MADRID,
    joy joy აბა კაცო, სულ კაი თამაშით არ დადეს ლიგები?!!! :::დდდ
    ვიცით ვიცით..:::დდდდდ

    მაგას არავინ უყურებს ფეხბურთია მთავარი შედეგია წლების შემდეგ მაგას კიარ გაიხსენებენ როგორი თამაშით დადეს ლიგა ან რამდენი პასი გააკეთეს

    რავი აგერ 13 წელი გავიდა და პირველი რასაც ყველგან მიხსენებენ ჩელსისთან ნაყიდი მსაჯი ყოფილა.
    წევრი [?]
    #12 16 ოქტომბერი 2022 14:40
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    R.MADRID,
    joy joy აბა კაცო, სულ კაი თამაშით არ დადეს ლიგები?!!! :::დდდ
    ვიცით ვიცით..:::დდდდდ

    მაგას არავინ უყურებს ფეხბურთია მთავარი შედეგია წლების შემდეგ მაგას კიარ გაიხსენებენ როგორი თამაშით დადეს ლიგა ან რამდენი პასი გააკეთეს
    გულშემატკივარი [?]
    #11 16 ოქტომბერი 2022 12:02
    0
    ამას სათქმელი მაინცა აქვს...
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #10 16 ოქტომბერი 2022 02:03
    0
    R.MADRID,
    joy joy აბა კაცო, სულ კაი თამაშით არ დადეს ლიგები?!!! :::დდდ
    ვიცით ვიცით..:::დდდდდ
    Culé [?]
    #9 16 ოქტომბერი 2022 00:13
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: R.MADRID
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: ბექსონ 77
    DesmondHume,
    ჩვენ ბოლოს როდის მოვიგეთ ლიგა თუნდაც ერთი დარტყმით 🙂

    wink ჩვენს იღბალს სეტიენმა რომ დააყვინთინა, მას მერე ძინავს...
    .. და + მთავარი: მაფიოზა პერესის და უეფადან მიკერძოებული მსაჯების წაშავებას როდის ვეღირსებით არ ვიცი - როცა შენ 100% გეკუთვნის რომ გოლი ჩაგითვალონ და პენალტი დაგიდონ, მაგრამ "ანტიბარსამსაჯი" პირდაპირ გეუბნება "გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნისო", ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს რომ ცხვირპირში არ მოსდო მუშტი!!! აი ამ ყველაფრის მერე ვითხოვთ რომ უფრო შემართებით ითამაშონ, მითუმეტეს ბავშვებმა, ყველაფრის რწმენას კარგავენ, მეც რომ ვიყო ვიფიქრებდი რიღასთვის მოვიკლა მეთქი თავი!!!

    კიი უეფას და პერეს. . რო ბრაალდებაა მაგით ბარსა ვერ წავა წინ.. პენლებით თუ აპირებთ მოგებას ვერც მაგით წავა წინ.. ბარსა მოგებაა შეუძლიაა როცა თავის თამაშს ითამაშებენ.. ჯობია შიგნით მოაგვაროს... თამაში ანახოს დაა მერე დავაბრალოთ პერეს. . რომელი მოგეწონაა? თამაში ბარსასი? ბავარიასთან ინტერთან? თუ განმეორებითი ინტერთან.. 3 გოლს რო გაუშვებ მსაჯის ბრალიაა??

    კიი, მომეწონა, და თამაშით ჯობდნენ კიდეც ბავარიას.. და ინტერთან რომ მსაჯს სამართლიანად ემსაჯა, სულ სხვა თამაში და შედეგი იქნებოდა..
    ..და თქვენ რომ მარტო ყისმათით და პერესით იგებთ ლიგებს მაგაზე რას იტყვი??
    რაც შეეხება ინტერის მსგავს ჩაკეტილ თამაშებს, როცა 11 კაცი დაცვაში გიდგას, აქ ხარისხი და სილამაზე ვერ იქნება..ურთულესია მომენტების შექმნა და რომ შექმნი და მსაჯი თავს იბრმავებს ამაზე რას იტყვი? თუმცა რა, საკამათო ეპიზოდიც კი რეალის არის ყოველთვის, და გაიტანოს და არ ჩაუთვალოს მსაჯმა? ან 100%-იანი პენალი არ დაუდოს??? მეცინება!!!!!!!

    იტალის გუნდები უმეტესობა რო ჩაკეტილ თამაშს თამაშობს ეხ ახალი არააა.. დაა ყისმათაა და იღბაალს რაც შეხება კი რეალს აქვს. მარაა ამასთან ერთად მონდომრბაცაა მარტო იღბალის იმედზე რეალი ვერ იქნებაა. ბოლო წამებზე კარგაათ ვიცით რო რეალს შემობრუნება შეუძლიაა და არაა ეს პირველი.. და ეს იღბალი და გამართლებას აღარააა. ბევჯერ გამართლებაც ქონია. მარა 3 თამაშს რო შემოაბრუნებ. .ეს რეალის თვითეული ფეხბურთელების დამსახურებაა.. ეხლა პირველ ნომრათ ითამაშოს გინდა მეორე.ნომრათ ფაქტია ბოლომდე იბრძვიაან.და მაგიტო დადეს ლიგაც. .
    --------------------
    Barca
    Culé [?]
    #8 16 ოქტომბერი 2022 00:04
    0
    ლუნინი
    კარვახალი-მილიტაო-ალაბა-მენდი
    კროოსი-ჩუამენი-მოდრიჩი
    ვალვერდე-ბენზემა-ვინიციუსი

    ჩუამენი-კამავინგა
    მოდრიჩი-ასენსიო
    კრროსი-როდრიგო
    ვინიციუსი-აზარი
    მენდი-რუდიგერი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა

    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......

    kule samudamod

    alenya the talent, puig isn't the talent.

    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #7 15 ოქტომბერი 2022 22:03
    1
    ციტატა: R.MADRID
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: ბექსონ 77
    DesmondHume,
    ჩვენ ბოლოს როდის მოვიგეთ ლიგა თუნდაც ერთი დარტყმით 🙂

    wink ჩვენს იღბალს სეტიენმა რომ დააყვინთინა, მას მერე ძინავს...
    .. და + მთავარი: მაფიოზა პერესის და უეფადან მიკერძოებული მსაჯების წაშავებას როდის ვეღირსებით არ ვიცი - როცა შენ 100% გეკუთვნის რომ გოლი ჩაგითვალონ და პენალტი დაგიდონ, მაგრამ "ანტიბარსამსაჯი" პირდაპირ გეუბნება "გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნისო", ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს რომ ცხვირპირში არ მოსდო მუშტი!!! აი ამ ყველაფრის მერე ვითხოვთ რომ უფრო შემართებით ითამაშონ, მითუმეტეს ბავშვებმა, ყველაფრის რწმენას კარგავენ, მეც რომ ვიყო ვიფიქრებდი რიღასთვის მოვიკლა მეთქი თავი!!!

    კიი უეფას და პერეს. . რო ბრაალდებაა მაგით ბარსა ვერ წავა წინ.. პენლებით თუ აპირებთ მოგებას ვერც მაგით წავა წინ.. ბარსა მოგებაა შეუძლიაა როცა თავის თამაშს ითამაშებენ.. ჯობია შიგნით მოაგვაროს... თამაში ანახოს დაა მერე დავაბრალოთ პერეს. . რომელი მოგეწონაა? თამაში ბარსასი? ბავარიასთან ინტერთან? თუ განმეორებითი ინტერთან.. 3 გოლს რო გაუშვებ მსაჯის ბრალიაა??

    კიი, მომეწონა, და თამაშით ჯობდნენ კიდეც ბავარიას.. და ინტერთან რომ მსაჯს სამართლიანად ემსაჯა, სულ სხვა თამაში და შედეგი იქნებოდა..
    ..და თქვენ რომ მარტო ყისმათით და პერესით იგებთ ლიგებს მაგაზე რას იტყვი??
    რაც შეეხება ინტერის მსგავს ჩაკეტილ თამაშებს, როცა 11 კაცი დაცვაში გიდგას, აქ ხარისხი და სილამაზე ვერ იქნება..ურთულესია მომენტების შექმნა და რომ შექმნი და მსაჯი თავს იბრმავებს ამაზე რას იტყვი? თუმცა რა, საკამათო ეპიზოდიც კი რეალის არის ყოველთვის, და გაიტანოს და არ ჩაუთვალოს მსაჯმა? ან 100%-იანი პენალი არ დაუდოს??? მეცინება!!!!!!!
    Culé [?]
    #6 15 ოქტომბერი 2022 21:24
    0
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: ბექსონ 77
    DesmondHume,
    ჩვენ ბოლოს როდის მოვიგეთ ლიგა თუნდაც ერთი დარტყმით 🙂

    wink ჩვენს იღბალს სეტიენმა რომ დააყვინთინა, მას მერე ძინავს...
    .. და + მთავარი: მაფიოზა პერესის და უეფადან მიკერძოებული მსაჯების წაშავებას როდის ვეღირსებით არ ვიცი - როცა შენ 100% გეკუთვნის რომ გოლი ჩაგითვალონ და პენალტი დაგიდონ, მაგრამ "ანტიბარსამსაჯი" პირდაპირ გეუბნება "გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნისო", ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს რომ ცხვირპირში არ მოსდო მუშტი!!! აი ამ ყველაფრის მერე ვითხოვთ რომ უფრო შემართებით ითამაშონ, მითუმეტეს ბავშვებმა, ყველაფრის რწმენას კარგავენ, მეც რომ ვიყო ვიფიქრებდი რიღასთვის მოვიკლა მეთქი თავი!!!

    კიი უეფას და პერეს. . რო ბრაალდებაა მაგით ბარსა ვერ წავა წინ.. პენლებით თუ აპირებთ მოგებას ვერც მაგით წავა წინ.. ბარსა მოგებაა შეუძლიაა როცა თავის თამაშს ითამაშებენ.. ჯობია შიგნით მოაგვაროს... თამაში ანახოს დაა მერე დავაბრალოთ პერეს. . რომელი მოგეწონაა? თამაში ბარსასი? ბავარიასთან ინტერთან? თუ განმეორებითი ინტერთან.. 3 გოლს რო გაუშვებ მსაჯის ბრალიაა??
    --------------------
    Barca
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #5 15 ოქტომბერი 2022 21:06
    0
    ციტატა: ბექსონ 77
    DesmondHume,
    ჩვენ ბოლოს როდის მოვიგეთ ლიგა თუნდაც ერთი დარტყმით 🙂

    wink ჩვენს იღბალს სეტიენმა რომ დააყვინთინა, მას მერე ძინავს...
    .. და + მთავარი: მაფიოზა პერესის და უეფადან მიკერძოებული მსაჯების წაშავებას როდის ვეღირსებით არ ვიცი - როცა შენ 100% გეკუთვნის რომ გოლი ჩაგითვალონ და პენალტი დაგიდონ, მაგრამ "ანტიბარსამსაჯი" პირდაპირ გეუბნება "გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნისო", ძლიერი ფსიქიკა უნდა გქონდეს რომ ცხვირპირში არ მოსდო მუშტი!!! აი ამ ყველაფრის მერე ვითხოვთ რომ უფრო შემართებით ითამაშონ, მითუმეტეს ბავშვებმა, ყველაფრის რწმენას კარგავენ, მეც რომ ვიყო ვიფიქრებდი რიღასთვის მოვიკლა მეთქი თავი!!!
    ბექსონ 77
    სტუმარი [?]
    #4 15 ოქტომბერი 2022 20:29
    5
    DesmondHume,
    ჩვენ ბოლოს როდის მოვიგეთ ლიგა თუნდაც ერთი დარტყმით 🙂
    ფანი [?]
    #3 15 ოქტომბერი 2022 17:21
    3
    რას თამაშობთ განსხვავებულს, გრანდებთან მეორე ნომრად არ დარბიხართ და მომენტს არ ელოდებით? :დდდდდ რავი მგონი ფინალი ერთი ზუსტი დარტყმით მოიგეთ 90 წუთში
    ფანი [?]
    #2 15 ოქტომბერი 2022 17:05
    13
    ხორეალის მწვრთნელია მარა მაინც მაგრად მევასება რავქნა
    messiiiiii
    სტუმარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2022 17:00
    14
    მაგარი დასტოინი ტიპია ისე ანჩელოტი