ჩავის კომენტარი ალმერიასთან მოგების შემდეგ

ჩავის კომენტარი ალმერიასთან მოგების შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა "ალმერიას" დამარცხებისა და ჟერარ პიკეს მიერ "კამპ ნოუზე" ჩატარებული ბოლო თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

თუ ლევანდოვსკის გოლი ვერ გააქვს, გვყავს სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ - დემბელე, დე იონგი, ტორესი... გოლის გატანა ყველა მათგანს შეუძლია.
პიკემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ეს მისთვის ისტორიული ღამეა. ის ლეგენდაა და ამას იმსახურებს. ჟერარი მოგვენატრება.
მინდა, პიკეს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რაც მან კლუბისთვის გააკეთა.
ძალიან აღელვებული ვარ. ყველაფერი, რაც თანაგუნდელობისას ერთად გამოვცადეთ და გამოვიარეთ, თავში მიტრიალებს. ოქროს ხანა, როდესაც ყველაფერი მოვიგეთ... ჟერარი მშვიდად მიდის, ისევე, როგორც ეს მე გავაკეთე. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.
პიკე დიდ მატჩებში ვითარდებოდა. ჟერარი ასეთ შეხვედრებში უკეთ თამაშობდა. ის მთელი კარიერის განმავლობაში ყოველთვის ასე იყო.
გადაწყვეტილება პიკემ თავად მიიღო. მან კარიერის ახლა დასრულება გადაწყვიტა.
ძალიან კარგად ვითამაშეთ. რიტმს ვაკონტროლებდით, თუმცა, უფრო მეტის გატანა შეგვეძლო.
ტორესი არასდროს წყვეტს ბრძოლას და არ კარგავს რწმენას. დღეს ის ძალიან კარგი იყო. ფერანი სამაგალითოა. იმედი მაქვს, იგი ასე გააგრძელებს, რადგან ვენდობი.
არაუხოს მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე? ამ საკითხზე მომდევნო კვირაში ვისაუბრებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Fcblm
    სტუმარი [?]
    #5 6 ნოემბერი 2022 17:40
    0
    Ido na xavi ra faktia sheni mokvanili dgrenia da moasuftave she siro rogorc ginda toreesi da raphinha shi imdeni gadaixada baiernma mag tanxit flikis kamanda dhekra she siro
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 ნოემბერი 2022 16:19
    5
    მერე აუხსენი ტორესს რო მარტო ბრძოლა არგვინდა, ხანდახან გოლიც გაიტანოს ან თუ ვერ ახერხებს ვინმეს მიაწოდოს, მაგალითად ლევანდოვსკის და ასისტიც საქმეა.
    Culé [?]
    #3 6 ნოემბერი 2022 03:51
    1
    ციტატა: riva
    სანამ დროა და ფორმაშია უნდა გავყიდოთ და ნორმალური სტაბილური ვიყიდოთ. როგორ შეიძლება მსგავსი მოთამაშის იმედზე იყო. ერთ წუთში რომ მესია და მეორეში გრავესენის შვილი

    ვინ იყიდის რო ტვინგამოცლილს და უტვინოში ფულს ვინ გადაიხდის.
    Culé [?]
    #2 6 ნოემბერი 2022 03:47
    4
    სანამ დროა და ფორმაშია უნდა გავყიდოთ და ნორმალური სტაბილური ვიყიდოთ. როგორ შეიძლება მსგავსი მოთამაშის იმედზე იყო. ერთ წუთში რომ მესია და მეორეში გრავესენის შვილი
    Culé [?]
    #1 6 ნოემბერი 2022 02:53
    3
    დემბელემ სულ რომ ყველა თამაშში გაიტანოს ტვინი მაინც არ მოემატება და ღლემბელედ დარჩება,შენი გამკვირვებია მაესტრო რომ ამას ვერ ხედავ და მაინც გაქვს მისი იმედი.მე პირადად 90 წუთი ნერვები მაწყდება იმის ფიქრში და მოლოდინში რამდენჯერ წაუღლემბელებს და წაუქლიავებს.ბოლოს აღარც მაგის გატანილი გოლი გვინდა არც ასისტი და არც დრიბლინგი თუ ნერვები დაგვეგლიჯა 90 წუთი.