ბარსელონელების დღევანდელი შედეგები
დღეს "ბარსელონელემა" მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის 3 მატჩში მიიღეს.
ანდრეას კრისტენსენმა ტუნისთან შეხვედრაში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისმა გუნდმა ვერ მოიგო და ფრეს დასჯერდა.
დანია-ტუნისის მსგავსად, მექსიკა-პოლონეთიც 0-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 58-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტის გატანა ვერ მოახერხა, რადგან, როგორც ყოველთვის, გილიერმო ოჩოა მუნდიალზე ფორმაშია.
რაც შეეხება მესამე შეხვედრას - საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალია 4-1 გაანადგურა. უსმან დემბელემ მოედანზე 76 წუთი გაატარა და კილიან მბაპეს მესამე გოლისას ასისტიც გაუკეთა. ჟიულ კუნდე თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო.
ხვალ ეზ აბდეს მაროკო ხორვატიას შეხვდება, ტერ შტეგენის გერმანია იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ესპანეთი კი, სადაც არაერთი "ბარსელონელი" ასპარეზობს, კოსტა რიკას შეერკინება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]