7 ბარსელონელი ძირითადში? ესპანეთის სავარაუდო შემადგენლობა
დღეს მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღეა და საქმეში ერთვება ნაკრები, რომელშიც "ბარსელონას" ყველაზე მეტი ფეხბურთელი თამაშობს.
20:00 საათზე ესპანეთის ეროვნული გუნდი კოსტა რიკას დაუპირისპირდება. მოსალოდნელია, რომ მოედანზე "ბლაუგრანას" ბევრ მოთამაშეს ვიხილავთ.
ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზი Sport-ს აქვს, რომლის აზრითაც "ბარსელონელებიდან" სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ალეხანდრო ბალდე დარჩება, დანარჩენი 7 "ბლაუგრანელი" კი სასტარტოში იქნება.
მეორე კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით თერთმეტეულში 6 "ბარსელონელს" ვიხილავთ, ბალდესთან ერთად სათადარიგოთა სკამზე კი ფატი იქნება.
მადრიდული გამოცემების აზრით კი სათადარიგოთა სკამზე იქნება ერიკ გარსიაც.
ოთხივე ესპანური გამოცემა თანხმდება, რომ ნახევარდაცვა "ბარსელონური იქნება - ბუსკეტსი, პედრი, გავი - დაცვის მარცხენა ფლანგზე ალბას ვიხილავთ, ხოლო შეტევაში ფერან ტორესს.
Sport
ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ასპილიკუეტა, გარსია, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ტორესი, ასენსიო, ფატი.
Mundo Deportivo
ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ასპილიკუეტა, გარსია, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ტორესი, მორატა, ოლმო.
Marca
ესპანეთი (4-3-3): სიმონი, კარვახალი, როდრი, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ასენსიო, მორატა, ტორესი.
As
ესპანეთი (4-3-3): სიმონი, ლიორენტე, როდრი, ლაპორტი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, ტორესი, მორატა, სარაბია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]