ნაპოლი ფრანკ კესიეს გაფორმებითაა დაინტერესებული
"ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრანკ კესიეს კატალონიური მომავალი ბურუსითაა მოცული.
როგორც ესპანური გამოცემა Relevo იტყობინება, კოტ დ'ივუარელი ფეხბურთელის გაფორმებით იტალიური "ნაპოლი" დაინტერესდა. ნეაპოლელებს კესიეს იჯარით აყვანა სურთ. 25 წლის ნახევარმცველი "ბარსელონას" "მილანიდან", გასულ ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, ჯერ-ჯერობით, ვერ მოახერხა და ამის გამო კატალონიელთა რიგებიდან წასვლას ფიქრობს.
გარდა "ნაპოლისა", კესიეს გადაბირებით მილანის "ინტერი" და რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული. თავად ფეხბურთელს იტალიურ სერია A-ში დაბრუნება ურჩევნია, ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ ის ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]