მუკოკოს აგენტი: დორტმუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არ ვართ
"ბარსელონას" ერთ-ერთი სამიზნის, იუსუფა მუკოკოს აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტი ამჟამინდელ კლუბთან, "დორტმუნდთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არაა.
18 წლის ცენტრფორვარდს გერმანულ კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. "დორტმუნდს" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, რამდენიმე ინგლისურ გუნდს ფეხბურთელის იანვარში დამატება, ხოლო "ბარსელონას" იმედი აქვს, რომ მუკოკო ივლისამდე მოიცდის და კატალონიურ გუნდში უფასოდ გადმოვა.
შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ "დორტმუნდთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმების მიღწევას არ ვუახლოვდებით.
- ციტირებს მუკოკოს აგენტის, პატრიკ ვილიამსის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, იუსუფა მუკოკოს "დორტმუნდის" შემადგენლობაში უკვე 59 თამაში დაუგროვდა. მის ანგარიშზე 11 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]