მატჩის მიმოხილვა
გუშინ გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც მხოლოდ საუკეთესო იმარჯვებს. ფინალურ ეტაპზე ერთამეთის პირისპირ წარსდგნენ კატალონიის "ბარსელონა" და "მანჩესტერ იუნაიტედი". დამეთანხმებით ორივე გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა სეზონი და დადგა დრო, როდესაც უნდა გაერკვიათ ვინ იყო საუკეთესო.
28 მაისის საღამოს 11 საათზე, ლონდონში, "უემბლის" დიდებულ სტადიონზე გაიმართა შეხვედრა ამ გუნდებს შორის. მატჩის დებიუტში ინგლისელებმა ძალიან სერიოზული პრესინგი განახორციელეს და "შეაწუხეს" მეტოქე, მაგრამ "ბარსელონამ" თავისი "მახროჩობელა" პასებით "დააშოშმინა" მეტოქე და 10 წუთის შემდეგ ხელთ იგდო მატჩის სადაცეები, რასაც მოყვა ჩავი ერნანდესის ულამაზესი გადაცემა და პედრო როდრიგესის უბადლო შესრულება, თუმცა მანჩესტერელებმა ზუსტად 7 წუთში გაათანაბრეს ანგარიში.
მეორე ტაიმში თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ "მანჩესტერელებს" ბურთი დაუმალეს "ბარსას" ფეხბურთელებმა. მუდმივი შეტევა, პრესინგი, საჯარიმოში მეტოქის მიჯაჭვება. მოკლედ კატალონიელთა ძალისხმევით კიდევ 2 გოლი გავიდა და საბოლოო ანგარიშ 3:1 დაფიქსირდა ტაბლოზე, რა თქმა უნდა, "ბარსელონელთა" სასარგებლოდ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=c_7at-qZ-Dg]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]