ჩავის მესიჯი გულშემატკივრებს - შენ ხარ ბარსა
ცოტა ხნის წინ "ბარსელონამ" სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი გულშემატკივრებს მიმართავს.
"აქ, "ბარსელონაში", არის რაღაც, რაც გვგონია, რომ უნდა იცოდე:
შენ არ ხარ უბრალოდ "ბარსას" ფანი. არც შენ, მანელ; არც შენ, ლაურა; არც თქვენ, ბიჭებო; არც შენ ხარ უბრალოდ "ბარსას" ფანი; არც წევრობის ბარათის მქონენი; არც ისინი, ვინც სტადიონის კიბეებზე მღერით; არც ისინი, ვინც ტრიბუნებზე დროშებს აფრიალებთ; არც ის, ვინც თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს ყოველთვის ნერვიულობს; არც შენ, რომელიც არცერთ თამაშს არ ტოვებ.
არა, შენ უბრალო "ბარსას" ფანი არ ხართ. შენ ხარ "ბარსა". რადგან შენ ხარ უფრო მეტი. შენ ხარ უშიშარი ტირილი. შენ ხარ ხმა შენი იმ გულისა, რომელიც სწრაფად ძგერს. შენ ხარ ეს ადგილი ამ რიგში, ამ სექტორში, ამ შესასვლელში. შენ ხარ მოედანი. შენ ხარ გუნდი. და შენ გარეშე "ბარსა" არასდროს იარსებებდა.
შენ ხარ "ბარსა" და სწორედ ამიტომ გვჭირდები "კამპ ნოუზე".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]