ალმერია-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა
ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ "ბარსელონა" ორი ტურნირზე დარჩა - ესპანეთის ჩემპიონატსა და თასზე. თასზე 3 მარტს "რეალ მადრიდს" დავუპირისპირდებით, მანამდე კი, დღეს, "ალმერიასთან" თამაში გვაქვს.
გუშინ "რეალ მადრიდმა" ქულები დაკარგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს მოგების შემთხვევაში "ბარსელონას" უპირატესობა 10 ქულამდე გაიზრდება.
სათამაშო ფორმა
ხუთშაბათს "ბარსელონას" 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა, თუმცა ლა ლიგაში კატალონიელთა შთამბეჭდავი გამოსვლა გრძელდება.
"ბლაუგრანამ" 2023 წელს ესპანეთის ჩემპიონატში 7 თამაში ჩაატარა და ყველა მოიგო. ამ 7 მატჩში "ბარსამ" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და ისიც საკუთარ კარში გაიტანა.
ევროპა ლიგაზე განცდილი მარცხი "ბარსას" ბოლო 12 გასვლით შეხვედრაში პირველი წაგება იყო. ლა ლიგაში კი ჩავის გუნდს სტუმრად გამართული ბოლო 6 თამაში აქვს მოგებული, აქედან 4 ანგარიშით 1-0.
"ალმერიას" საქმეები ცუდად მისდის. ზედიზედ 3 წაგების შემდეგ რუბის გუნდი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა.
მსოფლიო ჩემპიონატამდე ანდალუსიელებს ლა ლიგის ზედიზედ 4 საშინაო თამაში ჰქონდათ მოგებული, თუმცა წელს საკუთარ კედლებში გამართული 4 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგეს.
დანაკლისი
"ბარსელონას" კვლავ დიდი დანაკლისი აქვს. ტრავმირებულ დემბელესა და პედრის ანსუ ფატიც შეუერთდა. გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშა რონალდ არაუხომ, მაგრამ ურუგვაელი სათამაშოდ მზადაა და ჩავიმ ის განაცხადშიც შეიყვანა.
"ალმერიას" ერთადერთი დანაკლისი ნახევარმცველი მელეროს არყოფნაა.
ურთიერთშეხვედრები
"ბარსელონას" "ალმერიასთან" არასდროს წაუგია. ამ გუნდებს შორის გამართული 15 თამაშიდან 13 კატალონიელებმა მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა.
"ბლაუგრანას" "როხიბლანკოსთან" გამართული ბოლო 9 თამაში აქვს მოგებული, მათგან 4 მეტოქის მოედანზე.
არბიტრი
შეხვედრას მიგელ ანხელ ორტის არიასი განსჯის.
ორტის არიასი 38 წლისაა. მან მსაჯობა 2009 წელს დაიწყო. 2019 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2021 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში ორტის არიასი თამაშში საშუალოდ 24.3 ჯარიმასა და 0.41 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.29 ყვითელ და 0.38 წითელ ბარათს უჩვენებს. არიასის მიერ განსჯილი თამაშების 48%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 30%-ში - სტუმრები.
მიგელ ანხელ ორტის არიასის სტატისტიკა "ალმერიასა" და "ბარსელონას" თამაშებში:
| ბარსელონა | კადისი | |
| თამაში | 1 | 9 |
| მოგება | 1 | 2 |
| ფრე | 0 | 2 |
| წაგება | 0 | 5 |
| მოგების % | 100% | 22% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 0 | 3 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 0 | 2 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 1 | 2 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 1 |
სტატისტიკა
- "ბარსელონას" "ალმერიასთან" არასდროს წაუგია;
- "ალმერიას" "ბარსელონასთან" მატჩში კარი მშრალად არასდროს შეუნახავს;
- "ბარსელონას" "ალმერიასთან" გამართული ბოლო 9 თამაში მოგებული აქვს;
- "ბარსელონას" "ალმერიასთან" გამართულ ბოლო 10 თამაშში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშს "ბარსელონა" ხსნიდა;
- ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან ცხრაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- "ალმერიას" ბოლო 3 თამაში წაგებული აქვს;
- "ალმერია" ბოლო 3 თამაშში მინიმუმ 2 გოლს უშვებდა;
- "ალმერიას" ბოლო 8 თამაშში კარი მშრალად შენახული არ აქვს;
- "ალმერია" ბოლო 7 თამაშიდან ექვსში ანგარიშის გახსნის საშუალებას მეტოქეს აძლევდა;
- "ალმერიას" ბოლო 9 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- "ბარსელონას" ლა ლიგის ბოლო 7 თამაში მოგებული აქვს;
- "ბარსელონამ" ლა ლიგის ბოლო 7 თამაშიდან ექვსში კარი მშრალად შეინახა;
- "ბარსელონა" ბოლო 15 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- "ბარსელონას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- ტოტალიზატორები "ბარსელონას" მოგებას კოეფიციენტს 1.45 ანიჭებენ, რაც მოგების 69%-იან შანსს უდრის, "ბარსა" კი ასეთი თამაშების 82%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
საკუთარ მოედანზე "ალმერია" ძლიერია. ვფიქრობ, ისინი თავს დიდი ძალებით დაიცავენ და 5 მცველით ითამაშებენ.
"რეალ მადრიდთან" მატჩზე ჯერ ვერ ვიფიქრებთ, რადგან ლა ლიგაში სათამაშო გვაქვს და მოგება გვსურს.
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, გარსია, ალბა, დე იონგი, კესიე, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, გარსია, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ალონსო, ალბა, ბუსკეტსი, კესიე, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
პროგნოზი
- Sportsmole: 0-2
- Sportskeeda: 0-2
- 90min: 0-2
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]